თავთუხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

თავთუხიმაგარი ხორბლის ქართული ჯიში-პოპულაცია. სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეა.

გავრცელებულია დაბლობ ზოლში ზღვის დონიდან 600-800 მეტრამდე. თავთავი მკვრივი და ფხიანია, მარცვალი — მსხვილი. ბოტანიკური, ეკოლოგიური და ბიოლოგიური ნიშნებით განასხვავებენ ზემო და ქვემო ქართლის თავთუხებს. საქართველოში თავთუხის ნათესები თანდათან მცირდება.

უფრო მეტი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს მის მოყვანას შიდა ქართლში, როგორც გვიანი თესვის ამტან და ზამთრისაგან დაზიანებული ნათესების სადაზღვევო ჯიშს. თავთუხი ძვირფასი სასელექციო მასალაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]