თავზეხელაღებული (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავზეხელაღებული (მრავალმნიშვნელოვანი).
თავზეხელაღებული
Daredevil Netflix.jpg
ჟანრი სუპერგმირული
ეფუძნება მარველის კომიქსები
შეიმუშავა ჯეიმზ ტაკერი
მაიკლ ჟელენიჩი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 2
ეპიზოდი 26
კომპანია
ხანგრძლივობა დაახლოებით 55 წთ.
კომპანია
დისტრიბუტორი Netflix
ეთერი
ჩვენების ფორმატი SDTV, HDTV
ქრონოლოგია
წინა აგენტი კარტერი
შემდეგი ჯესიკა ჯოუნსი
საიტი
ოფიციალური საიტი
სერიალის მსახიობები 2015 წლის New York Comic Con-ზე (მარცხნიდან: კოქსი, უოლი, ჰენსონი, ბერნთალი, იუნგი)
თავზეხელაღებული

თავზეხელაღებული (ინგლ. Daredevil) — ფენტეზის ჟანრის ტელესერიალი, რომელიც დაფუძნებულია მარველის კომიქსებზე. გადაიღეს Marvel Television-მა, ABC Studios-მა, DeKnight Productions-მა (პირველი სეზონი) და Goddard Textiles-მა.

სერიალი ეკუთვნის მარველის კინოსამყაროს ტრილოგიას. სერიალში მთავარ როლს ასრულებს ჩარლი კოქსი (თავზეხელაღებული).

ტელესერიალი არის 2003 წელს, მარველის კომიქსების მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის განახლება. ამ ფილმის მეორე ნაწილი იყო ფილმი „ელექტრა“ (2005). მარველის კომიქსების პერსონაჟი ელექტრა (სერიალში მის როლს ასრულებს მსახიობი ელოდი იუნგი) აგრეთვე ჩნდება „თავზეხელაღებულის“ მეორე სეზონში, შემდეგ კი — სერიალ „მცველებში“, რომელიც სერიალ „თავზეხელაღებულის“ გაგრძელებაა. ამ სერიალში ელექტრას იხსენიებენ სახელით „შავი ცა“. „თავზეხელაღებულში“ აგრეთვე მარველის კომიქსების სხვა პერსონაჟებიც მონაწილეობენ, მაგალითად, უილსონ ფისკი, კარენ პეიჯი, ფოგი ნელსონი, დამსჯელი და სხვები.

„თავზეხელაღებულის“ გაგრძელებაა ტელესერიალი „მცველები“, რომელშიც თავზეხელაღებულს პარტნიორობას უწევენ სუპერგმირები ლუკ კეიჯი (მაკ კოლტერი), ჯესიკა ჯოუნსი (კრისტენ ლიტერი) და რკინის მუშტი (ფინ ჯოუნსი) (სერიალი „რკინის მუშტი“). ყოველ ამ სუპერგმირს ეძღვნება ცალკე ტელესერიალი. „მცველების“ გამოსვლის შემდეგ გამოდის „დამსჯელი“. მანამდე დამსჯელის/ფრენკ კასლის (მსახიობი ჯონ ბერნთალი) პერსონაჟი ჩნდება „თავზეხელაღებულის“ მეორე სეზონის პირველ ეპიზოდში. „დამსჯელისა“ და „მცველების“ გამოსვლა 2017 წელს იგეგმება, მცველების პირველი ტრეილერი უკვე გავრცელდა ინტერნეტში. რაც შეეხება ტელესერიალ დამსჯელს, ის არის ახალი ვერსია ფილმების „დამსჯელი“ (2003) და „დამსჯელი: საომარი ზონა“ (2008).

„თავზეხელაღებული“ შედგება ორი სეზონისგან. პირველი სეზონი გამოვიდა 2015 წელს, მეორე სეზონი კი — 2016 წელს. თითოეულ სეზონში არის 13 ეპიზოდი, ყოველი მათგანი კი 50-60 წუთს გრძელდება. 2018 წელს გამოდის „თავზეხელაღებულის“ მესამე სეზონი, რომლის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, Netflix ჯერ არ ასაჯაროებს სეზონის შესახებ ინფორმაციას.

„თავზეხელაღებულში“ აღწერილია 2012 წელს გადაღებული მარველის კინოსამყაროს ტრილოგიის რიგით მეექვსე ფილმში „შურისმაძიებლებში“, შურისმაძიებლებსა და უცხოპლანეტელებს შორის, ნიუ-იორკში მომხდარი ბრძოლის შემდეგი მოვლენები, თუ როგორ ებრძვის ბოროტმოქმედებს ნიუ-იორკის ახალი სუპერგმირი, ჯოჯოხეთის სამზარეულოში მცხოვრები უსინათლო ადვოკატი მეტ მერდოკი.

მოკლე სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობაში გადატანილმა მძიმე ავარიამ, იურისტი მეტ მერდოკი დააბრმავა. უსინათლობაში გატარებულმა მთელმა ცხოვრებამ მას სხვა შესაძლებლობები გაუძლიერა - ძლიერი სმენა, ძლიერი ყნოსვა. ახლა ის სამართლიანობისთვის, ჯოჯოხეთის სამზარეულოში იბრძვის და კრიმინალს ამ უჩვეულო შესაძლებლობებით ამარცხებს. მეტ მერდოკს დედა ადრეულ ასაკში დაეღუპა, მამა კი მოუკლეს და ამის შემდეგ ის უდედმამოდ გაიზარდა. ამ დროს მეტი აღმოაჩინა უსინათლო კუნგ-ფუს ოსტატმა სტიკმა და მან, მეტს ასწავლა საბრძოლო ხელოვნება და მედიტაცია. ტელესერიალი იწყება ადვოკატების ფოგი ნელსონისა და მეტ მერდოკს გაერთიანებიდან, როცა შექმნეს საერთო კომპანია ნელსონი და მერდოკი, შემდეგ კი მათ შეუერთდა კარენ პეიჯი. მეტის თავდაუზოგავი ბრძოლის შემდეგ, ხალხმა თავზეხელაღებული(ან თავქარიანი, ინგლისურად:Daredevil) შეარქვა, თუმცა მისი ნამდვილი ვინაობა არავინ იცოდა, თავზეხელაღებულის მთავარი დევიზი არის თავისი ხელით არც ერთი ადამიანის მოკვლა. პირველ სეზონში თავზეხელაღებულის მთავარი მტერია უილსონ ფისკი, რომელსაც, მთელი ჯოჯოხეთის სამზარეულოს მაფია, ხელში ყავს ჩაგდებული, თუმცა უილსონ ფისკთან დაკავშირებულ კლანებს როგორიცაა იაკუძა, ჩინეთი და რუსული მაფია, მეტი მათაც ებრძვის. სეზონის ფინალურ სერიაში თავზეხელაღებულმა შეძლო უილსონ ფისკის დამარცხება და ის ციხეში ჩასვა.

მეორე სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე სეზონში თავზეხელაღებული ეწინააღმდეგება კლან ხელს, რომელიც მთელ ნიუ-იორკშია მოდებული. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეტ მერდოკი მეორე სეზონში მარტო არ ებრძვის უსამართლობას, მას პარტნიორობას უწევენ სუპერგმირები ელექტრა და დამსჯელი. მეორე სეზონში თავზეხელაღებული ებრძვის ბოროტმოქმედთა დაჯგუფება „ხელს“, თუმცა ასევე ჩნდება უილსონ ფისკიც. „ხელის“ ერთ-ერთი ლიდერი ნობუ, არის ასევე იაკუძას ლიდერიც. ნობუ უილსონ ფისკმა, იმედგაცრუების შედეგად პირველ სეზონში მოკლა, თუმცა ის გაცოცხლდა მეორე სეზონში და აღმოჩნდა რომ ის არის ხელის ლიდერი(ნობუს გაცოცხლების შესახებ ინფორმაცია არ არის, მხოლოდ ის არის ცნობილი რომ კლან ხელს შეუძლია მკდრების საიქიოდან დაბრუნება).

სერიალში დამსჯელის გამოჩენის თანავე, თავზეხელაღებული მას უპირისპირდება, რადგან ფრენკი ადამიანებს ხოცავს. ფრენკი მხოლოდ დამნაშავეებს კლავდა და ამის გამო საზოგადოების დიდ ნაწილს მოსწონდა დამსჯელი. მაგრამ ამის მიუხედავად ქესთლი გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს (სასამართლოში ფრენკ ქესთლის ადვოკატი იყო მეტ მერდოკი), მაგრამ ფრენკი ციხიდან გაიქცა და სეზონის ფინალურ მომენტში დამსჯელი თავზეხელაღებულს დაეხმარა. დამსჯელის შესახებ შემდეგი მოვლენები ხდება სერიალ დამსჯელში.

ელექტრა სეზონის მეხუთე ეპიზოდში გამოჩნდა, ის იყო მეტის ყოფილი შეყვარებული. ამასთანავე, ელექტრა აღზარდა სტიკმა, რომელმაც მას ასწავლა კუნგ-ფუ და საუკეთესო მებრძოლად აქცია. სეზონის ბოლოს ელექტრა აღმოჩნდა „ხელის“ უცნობი ლიდერი, რის შესახებაც თვითონ ელექტრამაც არ იცოდა. ამით მთავრდება მეორე სეზონი, ხოლო შემდეგი მოვლენები ხდება სერიალ „მცველებში“. 

მესამე სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის მესამე სეზონი გამოდის 2018 წელს.

მონაწილეობენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
ჩარლი კოქსი მეტ მერდოკი/თავზეხელაღებული მეტ მერდოკი/თავზეხელაღებული
დებორა ენ უოლი კერენ პეიჯი კერენ პეიჯი
ელდერ ჰენსონი ფრანკლინ „ფოგი“ ნელსონი ფრანკლინ „ფოგი“ ნელსონი
ტობი ლეონარდ მური ჯეიმზ უესლი ჯეიმზ უესლი
ვონდი კერტის-ჰოლი ბენ ურიხი ბენ ურიხი
ბობ განტონი ლელანდ ოულსლი ლელანდ ოულსლი
აიელეტ ზურერი ვანესა მარიანა ვანესა მარიანა
როსარიო დოუსონი კლერ ტემპლი კლერ ტემპლი
ვინსენტ დ'ონოფრიო უილსონ ფისკი/კინგპინი უილსონ ფისკი/კინგპინი
ჯონ ბერნთალი ფრენკ კასლი/დამსჯელი ფრენკ კასლი/დამსჯელი
ელოდი იუნგი ელექტრა ნაჩიოსი ელექტრა ნაჩიოსი
სტივენ რაიდერი ბლეიკ ტაუერი ბლეიკ ტაუერი

სეზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავზეხელაღებულის პირველი სეზონის პოსტერი.

პირველი სეზონის ყველა ეპიზოდი გამოვიდა 2015 წლის 10 აპრილს.

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : თავზეხელაღებული (სეზონი 1).
ეპიზოდის
#
ეპიზოდის სახელწოდება
1 Into the Ring
2 Cut Man
3 Rabbit in a Snowstorm
4 In the Blood
5 World on Fire
6 Condemned
7 Stick
8 Shadows in the Glass
9 Speak of the Devil
10 Nelson v. Murdock
11 The Path of the Righteous
12 The Ones We Leave Behind
13 Daredevil

მეორე სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავზეხელაღებულის მეორე სეზონის პოსტერი.
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : თავზეხელაღებული (სეზონი 2).

მეორე სეზონის ყველა ეპიზოდი გამოვიდა 2016 წლის 18 მარტს.

ეპიზოდის
#
ეპიზოდის სახელწოდება
1 Bang
2 Dogs to a Gunfight
3 New York's Finest
4 Penny and Dime
5 Kinbaku
6 Regrets Only
7 Semper Fidelis
8 Guilty as Sin
9 Seven Minutes in Heaven
10 The Man in the Box
11 .380
12 The Dark at the End of the Tunnel
13 A Cold Day in Hell's Kitchen

მესამე სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე სეზონი გამოდის 2018 წელს[1].

კოსტიუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოშუა შოუ, რომელმაც ასევე იმუშევა „S.H.I.E.L.D.-ის აგენტებზე“, სერიალს დაეხმარა და იმუშავა სერიალის პირველი სეზონის რამდენიმე პერსონაჟის კოსტიუმების დიზაინზე, ხოლო მეორე სეზონის კოსტიუმების დიზაინზე იმუშავა ლორეინ კალვერტმა.[2] ხოლო სერიალის მთავარი დიზაინერი არის სტეფან მასლანსკი.

ვიზუალური ეფექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიის ვიზუალურ ეფექტებზე მუშაობდა ნიუ-იორკის სტუდია Shade VFX. ბრაიან გოსუინი მუშაობდა, როგორც ვიზუალური ეფექტების ზედამხედველი.

სხვა მედიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის ნოემბერში განახლდა მობილური საბრძოლო თამაში Marvel: Contest of Champions, რომლის ექვს ნაწილში ასახულია თავზეხელაღებულის და ჯესიკა ჯოუნსის ამბები, თამაშის მოქმედება კი ვითარდება ჯოჯოხეთის სამზარეულოში.

კასტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვინსენტ დ'ონოფრიო

პირველი სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის მაისის ბოლოს, ჩარლი კოქსი დაამტკიცეს მთავარ, თავზეხელაღებულის/მეტ მერდოკის როლზე. 10 ივნისს მარველმა განაცხადა, რომ ვინსენტ დ'ონოფრიო სერიალში ითამაშებდა უილსონ ფისკის როლს, და 20 ივნისს, როსარიო დოუსონი შეუერთდა მსახიობებს. რამდენიმე დღის შემდეგ ელდენ ჰენსონი დაამტკიცეს ფოგი ნელსონის როლზე, ხოლო 17 ივლისს დებორა ენ უოლს კარენ პეიჯის როლი დაუმტკიცეს. ხოლო აიელეტ ზურერი (ვანესა მარიანა), ბობ განტონი (ლელანდ ოულსლი), ტობი ლეონარდ მური (ჯეიმზ უესლი), ვონდი კერტის-ჰოლი (ბენ ურიხი) როლებზე ერთ დღეს დამტკიცდნნენ.

მეორე სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის ივნისში „მარველის კინოსამყარომ“ განაცხადა, რომ ჯონ ბერნთალი მეორე სეზონისთვის შეასრულებდა ფრენკ კასლის/დამსჯელის როლს. სეზონში ბრუნდებიან მსახიობები კოქსი, ვოლი, ჰენსონი, დოუსონი და დ'ონოფრიო. მომდევნო თვეში ელოდი იუნგი დაამტკიცეს ელექტრას როლზე, რომელიც გამოჩნდა პირველ სეზონშიც.

ტელესერიალის კასტინგის დირექტორები არიან ლარა მეიფილდი და ჯული შუბერტი.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Silk-film.png გარე ვიდეოფაილები
Silk-film.png სატიტულო თემა თავზეხელაღებულიდან, კომპოზიტორ ჯონ პაესანოს მიერ შექმნილი მუსიკა სპეციალურად სერიალისთვის.

2014 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ სერიალისთვის მუსიკა უნდა დაეწერა ჯონ პაესანოს. მთავარი თემა, რომელიც ბრეიდენ კიმბოლის თანამონაწილეობით შეიქმნა, გამომდინარეობს პაესანოს ორიგინალური დემოების სერიიდან, რომელიც მან წარადგინა მოსმენის პროცესში. პაესანომ აღნიშნა, რომ ასეთი სახით მასალა იშვიათად შედის საბოლოო საუნდტრეკში. პირველი სეზონის საუნდტრეკი გამოვიდა iTunes-ზე 2015 წლის 27 აპრილს, ხოლო მეორე სეზონის საუნდტრეკი გამოვიდა 2016 წლის 15 ივლისს.

Marvel Television[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარველის ტელევიზია არის მარველის კომიქსების მიხედვით გადაღებული სერიალების მწარმოებელი სტუდია. მის სიაში „თავზეხელაღებული“ რიგით მესამე გადაღებული სერიალია. 2013 წლის ნოემბერში გამოცხადდა, რომ დისნეი უზრუნველყოფდა Netflix-ის სერიალების გადაღებას, რომელთა შორის იქნებოდნენ „ლუკ კეიჯი“, „თავზეხელაღებული“, „რკინის მუშტი“ და „ჯესიკა ჯოუნსი“.[3][4]

Marvel-ის კინოსამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Marvel-ის კინოსამყარო.

მარველის კინოსამყარო არის ამერიკული მედია ფრენჩაიზი და გამოგონილი სამყარო მარველის კომიქსების სუპერგმირების შესახებ. სამყარო ძირითადად ასოცირდება Marvel Studios-ის მიერ დამოუკიდებლად გადაღებულ ფილმებთან, თუმცა ასევე მოიცავს კომიქსებს, მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და სატელევიზიო სერიალებს. ტელესერიალი „თავზეხელაღებული“ სწორედ ამ ფრენჩაიზს ეკუთვნის.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი კრიტიკული გამოხმაურება
Rotten Tomatoes Metacritic
1 98% (51 მიმოხილვა)[5] 75 (22 მიმოხილვა)[6]
2 76% (33 მიმოხილვა)[7] 68 (13 მიმოხილვა)[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Goldberg, Lesley; Bucksbaum, Sydney. Comic-Con: 'Daredevil' Renewed for Third Season at Netflix. The Hollywood Reporter (July 21, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან July 22, 2016-ში. წაკითხვის თარიღი: July 21, 2016.
  2. White, Brett (October 10, 2015). "NYCC: "Jessica Jones" & "Daredevil" Collide at Marvel/Netflix Panel". Comic Book Resources. Archived from the original on October 11, 2015. Retrieved October 11, 2015.
  3. Lieberman, David. (November 7, 2013) Disney To Provide Netflix With Four Series Based On Marvel Characters. Deadline.com. წაკითხვის თარიღი: November 7, 2013.
  4. Spangler, Todd. “Netflix Orders Four Marvel Live-Action Series“, November 7, 2013. წაკითხვის თარიღი: November 7, 2013. 
  5. Marvel's Daredevil: Season 1 (2015). Rotten Tomatoes. წაკითხვის თარიღი: November 9, 2015.
  6. Marvel's Daredevil : Season 1. Metacritic. წაკითხვის თარიღი: April 10, 2015.
  7. Marvel's Daredevil: Season 2 (2016). Rotten Tomatoes. წაკითხვის თარიღი: March 18, 2016.
  8. Marvel's Daredevil : Season 2. Metacritic. წაკითხვის თარიღი: March 24, 2016.