თავდაუსხმელობის პრინციპი
თავდაუსხმელობის პრინციპი, ასევე ცნობილი როგორც თავდაუსხმელობის აქსიომა, ძალის გამოყენების დაუშვებლობა, ინტერვენციის აკრძალვა — ეთიკური დამოკიდებულება აგრესიის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში აგრესია განმარტებულია როგორც, ნებისმიერი სახის ძალისა ან მუქარის გამოყენება სხვა პირის ან მისი საკუთრების მიმართ.[1] პაციფიზმისგან განსხვავებით ეს პრინციპი არ კრძალავს თავდაცვის გამოყენებას თავდასხმის დროს.
თავდაუსხმელობის პრინციპი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიბერტალიანიზმის განმსაზღვრელი პრინციპია.[2] იგი ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეოლოგია ანარქო-კაპიტალიზმში, კლასიკურ ლიბერალიზმსა და სახელწმიფოს ისეთ მოდელში, როგორიცაა „სახელმწიფო-ღამის დარაჯი“.[3][4][5][6]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაუსხმელობის პრინციპი სხვადასხვა ფორმით არსებობდა საუკუნეების განმავლობაში. არაერთმა ავტორმა წამოაყენა საკუთარი მოსაზრება და ფორმულირება თავდასხმის პრინციპის შესახებ, რომელიც, როგორც თავდაუსხმელობის პრინციპის მხარდამჭერები ამტკიცებენ, ამ უკანასკნელის ერთ-ერთი ფორმაა.
თავდაუსხმელობის პრინციპის ისტორიული ფორმულაციები
ჯონ ლოკი (1689) - ლოკი აცხადებს: „ვინაიდან ყველა თანასწორი და დამოუკიდებელია, ამიტომ არავინ არ უნდა მიაყენოს სხვა პირის ცხოვრების, ჯანმრთელობისა, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებას ზიანი“.[7]
თომას ჯეფერსონი (1819) - ისააკ ტიფანისთან მიწერილ წერილში, ჯეფერსონი აცხადებს: „კანონიერი თავისუფლება არის დაუბრკოლებელი მოქმედება ჩვენი სურვილისა, რომელიც თავის მხრივ ლიმიტირებულია სხვათა თანასწორუფლებიანობით. მე არ ვამატებ „კანონის ფარგლებში“, რადგან კანონი, ზოგჯერ სხვა არაფერია თუ არა ტირანის ნება, ხოლო ყოველთვის მისი ნებაა როცა „კანონის ძალით“ სხვა პირთა უფლებებს არღვევს. არც ერთ ადამიანს არ აქვს ბუნებითი უფლება გამოავლინოს სხვა ინდივიდუალის და მისი უფლების წინააღმდეგ აგრესია. სწორედ ასეთი ქმედებების აღკვეთისკენ უნდა იყოს კანონიც მიმართული.“[8][9]
ჰერბერტ სპენსერი (1851) - სპენსერი აყალიბებს შემდეგ დებულებას: „ყოველი ადამიანი თავისუფალი გააკეთოს ის რაც სურს, იმ პირობით თუ იგი არ არღვევს სხვა ადამიანის თავისუფლებას“.[10]
ჯონ სტიუარტ მილი (1859) - თავის ნაშრომში „თავისუფლებაზე“ მილი წერდა, რომ „ცივილიზებული საზოგადოების ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ, მათი ნების საწინააღმდეგოდ, შესაძლოა გამოყენებული იყოს კანონიერი ზომები, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ქმედება სხვისი ზიანის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალებაა.“[11]
ალბერტ ჯეი ნოკი (1923) - თავისი წიგნის „სახელმწიფო, ჩვენი მტერი“ მეორე თავში ნოკი მოიხსენიებს ლეგენდარულ მეფე პაუზოლეს, რომელმაც დაადგინა მხოლოდ ორი კანონი „არავის ავნო“ და „შედმეგ კი გააკეთე ის რაც გსურს“.[12]
აინ რენდი (1961) - საკუთარ ნაშრომში „ეგოიზმის სული“ აინ რედი აყალიბებს: „ცივილიზებული საზოგადოების აუცილებელი პირობაა სოციალურ ურთიერთობებში ფიზიკური ძალის გამოყენების დაუშვებლობა. [...] ცივილიზებულ საზოგადოებაში, ძალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მათ წინააღმდეგ ვინც საკუთრივ ამ ძალის გამოყენების ინიციატორი იყოს.“[13][14][15]
მიურეი როტბარდი (1963) - „ომი, მშვიდობა და სახელმწიფოში“ (1963) როტბარდი აცხადებდა რომ: „არავის არ აქვს უფლება გამოიყენოს ძალა ან საფრთხე შეუქმნას სხვა პიროვნებას ან მის საკუთრებას. ძალადობა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ თავდაცვისას. მოკლედ, ძალადობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მშვიდობის წინააღმდეგ. ეს არის ფუნდამენტური წესი, რომელზეც აგებულია მთელი ლიბერტარიანული თეორია.“[16]
საფუძვლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოგიერთი თანამედროვე მემარჯვენე-ლიბერტარიანელი ადასტურებს, რომ თავდაუსხმელობის პრინციპი ნებისმიერი ეთიკური დისკუსიის მთავარი არგუმენტია. ეს მოსაზრება პირველად ანარქო-კაპიტალისტ მეცნიერ ჰანს ჰერმან ჰოპს ეკუთვნის.
ბუნებითი სამართლის ზოგიერთი მიმდევარი, ლიზანდერ სპუნერი, მიურეი როტბარდი და რობერტ ნოზიკი, თავდაუსხმელობის პრინციპის წარმოშობის საფუძვლად არ განიხილავდნენ სამოქალაქო ან პოლიტიკურ კონვენციებს. ასეთი მიდგომა ხშირად გულისხმობს თავდაუსხმელობის პრინციპის გაერთიანებას ისეთ ფუნდამენტურ უფლებებთან, როგორიცაა საკუთრების უფლება და სიცოცხლის უფლება.
აინ რენდი უარყოფდა ბუნებითი ან თანდაყოლილი უფლებების თეორიებს და სამაგიეროდ წამოაყენა ფილოსოფიურ რეალობაზე დაფუძნებული არგუმენტები სოციალურ კონტექსტში ადამიანების ცხოვრების თემებზე.[17] მან ზახი გაუსვა იმას, რომ თავდაუსხმელობის პოლიტიკური პრინციპი მხოლოდ უფრო ფუნდამენტური ფილოსოფიის შედეგია. მისი ეს შეხედულება სრულიად განსხავდება იმ შეხედულებებისგან, რომლებშიც თავდაუსხმელობის პრინციპი აქსიომად აღიქმება. რენდი აცხადებდა, რომ ადამიანი ცოცხლობს მხოლოდ საკუთარი გონებრივი კონცეფციის იდენტიფიკაციის გზით, „ვერანაირი გრძნობა, აღქმადობა, ბიძგი ან ინსტინქტი ამას ვერ იზამს, ამიტომ სწორედ გონების ძალითაა ნაკარნახევი ეს ქმედება.“
ინტერვენცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ თავდაუსხმელობის პრინციპი მიზნად ისახავს ინდივიდუალების სუვერენიტეტის დაცვას, ლიბერტარიანელები მკაცრად განასხვავებენ თუ რა შემთხვევებში შეიძლება გამოყენებულ იქნას იგი. ასეთი სფეროების რიცხვს მიეკუთვნება: ფსიქოლოგიურ კონსულტაციებში ჩარევა (მაგ. ნარკომანი ადამიანების ან ოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც ჩარევა),[18][19] ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანებისთვის იძულებითი მკურნალობის გაწევა,[20] სამედიცინო დახმარება (მაგ. ევთანაზიის შემთხვევა),[21][22] ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა,[23][24][25] სახელმწიფოთა პატერნალიზმი (მათ შორის ეკონომიკური ინტერვენცია)[26][27][28] და სახელმწიფოების საგარეო ინტერვენცია.[29][30] სხვადასხვა დისკუსია მიმდინარეობს ასევე ისეთ თემებზე, როგორიცაა თავდაუსხმელობის პრინციპის შესაბამისობა ბირთვული იარაღის გავრცელების საკითხში და ასევე ადამიანით ვაჭრობის სფეროში.[31][32][33]
სახელმწიფოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოგიერთი ლიბერტარიანელი ამართლებს მინიმალური სახელმწიფოს არსებობას იმ საფუძვლებზე, რომ ანარქო-კაპიტალიზმი აქცენტს აკეთებს თავდაუსხმელობის პრინციპის არჩევითობაზე, ვინაიდან კანონების აღსრულება ღიაა კონკურენციისთვის.[34] ისინი ამტკიცებენ, რომ კანონების აღსრულების პროცესის ლოგიკური დასასრული ყოველთვის ომია.
ანარქო-კაპიტალისტები აცხადებდნენ, რომ პრაქტიკაში და უფრო განვითარებულ საზოგადოებაში, სადაც მეტად გავრცელებულია ინსტიტუტების იდეა, საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით დავები მშვიდობიანი გზებით გვარდება. ანარქო-კაპიტალისტები აღნიშნავენ, რომ კანონის აღსრულების საკითხში სახელმწიფოთა მონოპოლია სულაც არ ნიშნავს თავდაუსხმელობის პრინციპის დამკვიდრებას მთელ საზოგადოებაში კორუფციისა და კორპორატივიზმის გზით.[35][36]
კრიტიკა და მხარდაჭერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრიტიკოსები აცხადებენ, რომ თავდაუსხმელობის პრინციპი არაეთიკურია რადგან ის კრძალავს აგრესიული გზებით აღკვეთოს ისეთი ქმედებები, რომლებიც არ უკავშირდება უშუალოდ ადამიანის საკუთრების უფლებებს, მაგალითად ზეპირი სექსუალური შევიწროება, ცილისწამება, ბოიკოტირება და არაინვაზიური დისკრიმინაცია. თუ ასეთი ქმედებების მსხვერპლი საპასუხოდ გამოიყენებს აგრესიას, შესაძლოა ფიზიკურ აგრესიაში იყოს გამოხატული ეს უკანასკნელი, თავადაუსხმელობის პრინციპის მიხედვით ის აგრესორად ჩაითვლება. თავდაუსხმელობის პრინციპის მომხრეები კრიტიკის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ბოიკოტირება და ცილისწამება ორივე სიტყვის თავისუფლების გამოხატულებაა, არაინვაზიური დისკრიმინაცია კი გაერთიანებების თავისუფლების ნაწილია, აქედან გამომდინარე როგორც სიტყვის ასევე გაერთიანების თავისუფლება მშვიდობიანია და თავის თავში გამორიცხავს აგრესიას. მხარდამჭერები ასევე ამტკიცებენ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების აკრძალვა არ მოიცავს იმ აგრესიული ქმედების მხარდაჭერას, რომელმაც გამოიწვია ასეთი რეაქცია, არამედ ზოგადად აცხადებს, რომ არსებობს ისეთი მშვიდობიანი, არააგრესიული საშუალებებიც, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება დარღვეული უფლებების აღდგენა (მაგ. რეპარაცია) და საპასუხო ქმედების განხორციელება საბოლოო ჯამში არ დაარღვევს თავდაუსხმელობის პრინციპს.
ბევრი მხარდამჭერი ფიქრობს, რომ ზეპირი და წერილობითი შანტაჟი, რომელიც ფიზიკურ აგრესიას მოასწავებს, საკმარისია იმისათვის რომ ამოქმედდეს ე.წ. ფიზიკური აგრესიის გზით თავდაცვა.[37] კანონიერად ასეთი სახით დაშინებები წარმოადგენს სიტყვის თავისუფლების ზღვარის გადაცდომას. გაერთიანებების თავისუფლება გულისხმობს მესაკუთრეთა ლეგიტიმურ უფლებას აირჩიოს, მაგალითად, თუ ვის აქვს უფლება გამოიყენოს ამ უკანასკნელის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება, ლეგიტიმურ მესაკუთრეებს ასევე უფლება აქვთ დააწესონ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვები. მაგალითად, თეატრის მესაკუთრემ, რომელსაც სურს თავიდან აიცილოს ანშლაგი ან პანიკა, შესაძლოა აკრძალოს თეატრში ყველანაირი საფუძვლის გარეშე ყვირილი: „ცეცხლია, ცეცხლი..“[38]
ჰენრი ლუის მენკენი, მწერალი რომელმაც ძალიან ბევრ ლიბერტარიანელზე იქონია გავლენა, სიტყვის თავისულფლების ეთიკურ საზღვარს ასე წარმოიდგენს:
„მე მჯერა, რომ არსებობს ზღვარი, რომელსაც სიტყვის თავისუფლება ვერ გასცდება. ეს არის საზღვარი, სადაც ის იწყებს საკუთრების თავისუფლებასთან შეჯახებას. მე არ მგონია იყოს სიტყვის თავისუფლლების სხვა რაიმე შემზღუდავი შემთხვევა. მე მაქვს უფლება ვთქვა და მჯეროდეს ის რაც მსურს, მაგრამ არ მაქვს უფლება მოვახდინო ზეწოლა სხვა პირზე.[...] არავის აქვს უფლება მეზობლისთვის აბეზარი ადამიანი გახდეს.[39]“
|
ლიბერტარიანიზმის მიმდევარ დეივიდ ფრიდმენს მიაჩნია, რომ თავდაუსხმელობის პრინციპი განხილულ უნდა იქნეს, როგორც პირობითი და არა აბსოლუტური პრინციპი. ფრინდმანი თავის მოსაზრებას ამყარებს სხვადასხვა ფაქტობრივი არგუმენტებით, მაგალითად მეზობლის ქმედება, რომელიც გამოხატულია სხვის საკუთრებაზე სანათის დანათებით, აგრესიად არ უნდა ჩაითვალოს, მაგრამ თუ ეს უკანასკნელი გიგანტურ ლაზერს ანათებს სხვის საკუთრებას, ნებისმიერი გონივრული განსაზღვრებით, ცალსახად აგრესიაა. როგორც უბრალოდ ფანარი, ასევე გიგანტური ლაზერი ორივე ასხივებს ფოტონს სხვის საკუთრებას, ამგვარად მათ შორის უნდა არსებობდეს გონივრული განსხვავება თუ რა სიმძლავრის დანათება შეიძლება ჩაითვალოს აგრესიად. შესაბამისად თავდაუსხმელობის პრინციპი აშკარად ორაზროვანია. ფრიდმანი მიუთითებს, რომ ზოგადად რთულია ისეთი საქმიანობის განხორციელება (მაგ. ფრენა), რომელიც ათასობით ადამიანის თანხმობას საჭიროებს და ამასთანავე მესამე პირისთვის საშიშროებას წარმოადგენს, რადგან ასეთი ქმედება შესაძლოა აგრესიად დაკვალიფიცირდეს.[40]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Non-Aggression Axiom of Libertarianism by Walter Block, LewRockwell.com
- The Philosophy of Liberty, an animated production, derives a libertarian philosophy from the principle of self-ownership. Central to this is the non-aggression principle.
- Antiwar.com is a website devoted to opposing aggressive war, imperialism, and assaults on freedom associated with both. The editors describe their political view as libertarian.
- Zero Aggression Project A website devoted to teaching the concepts of the Zero Aggression Principle with easy to use Heuristics – A project of DownsizeDC.org
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Long, Roderick (2008). „Nonaggression Axiom“. In Hamowy, Ronald (ed.). The Encyclopedia of Libertarianism. Thousand Oaks, CA: SAGE Publications; Cato Institute. pp. 357–60. doi:10.4135/9781412965811.n219. ISBN 978-1-4129-6580-4. LCCN 2008009151. OCLC 750831024. ციტატა: „...except in response to the initiation ... of similar forcible interference ....“
- ↑ Phred Barnet. The Non-Aggression Principle (Americanly Yours, April 14, 2011). ციტირების თარიღი: November 22, 2011.
- ↑ The Morality of Libertarianism. The Future of Freedom Foundation. ციტირების თარიღი: 2016-03-16.
- ↑ The Non-Aggression Axiom of Libertarianism. Lew Rockwell. ციტირების თარიღი: 2016-03-22.
- ↑ What is the "non-aggression principle"?. Advocates for Small Government. ციტირების თარიღი: 2016-03-22.
- ↑ Discovering Libertarianism – Non-Aggression Principle. Young Americans for Liberty. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-09. ციტირების თარიღი: 2016-03-22.
- ↑ Principle of Non-Aggression. The Mises Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-30. ციტირების თარიღი: 2016-01-15.
- ↑ Thomas Jefferson. Principle of Non-Aggression. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-30. ციტირების თარიღი: 2016-01-15.
- ↑ Thomas Jefferson. (July 13, 2019) From Thomas Jefferson to Isaac H. Tiffany, 4 April 1819. Founders Online. National Archives. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 13 July 2017.
- ↑ Herbert Spencer. Principle of Non-Aggression. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-30. ციტირების თარიღი: 2016-01-15.
- ↑ John Stuart Mill. Principle of Non-Aggression. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-30. ციტირების თარიღი: 2016-01-15.
- ↑ Albert J. Nock. Our Enemy, the State. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-12. ციტირების თარიღი: 2016-01-15.
- ↑ Ayn Rand. The Nature of Government (December 1963, from The Virtue of Selfishness, 1961, 1964). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-14. ციტირების თარიღი: 2011-11-15.
- ↑ Ayn Rand. The Roots of War (June 1966, excerpts). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2001-12-11. ციტირების თარიღი: 2011-11-15.
- ↑ Ayn Rand. Faith and Force: The Destroyers of the Modern World (1960, 1967, excerpts). ციტირების თარიღი: 2011-11-15.
- ↑ Murray N. Rothbard. War, Peace, and the State (April 1963). ციტირების თარიღი: 2011-11-15.
- ↑ Craig Biddle. Libertarianism vs. Radical Capitalism (The Objective Standard, Vol. 8 No. 4, Winter 2013-2014). ციტირების თარიღი: 2013-11-11.
- ↑ M J P A Janssens. Pressure and coercion in the care for the addicted: ethical perspectives (Journal of Medical Ethics, 2004, No. 30, pp. 453–58). ციტირების თარიღი: 2011-11-22.
- ↑ Michael J. Formica. Addiction, Self-responsibility and the Importance of Choice: Why AA doesn't work (Psychology Today, June 3, 2010). ციტირების თარიღი: 2011-11-22.
- ↑ Mental Health and the Law (1 August 2012). ციტირების თარიღი: 28 March 2018.
- ↑ John Hospers. Libertarianism and Legal Paternalism (The Journal of Libertarian Studies, Vol. IV, No. 3, Summer 1980, pp. 255–65). ციტირების თარიღი: 2011-11-22.
- ↑ W E Messamore (ed.). A Euthanasia First in the Netherlands (The Humble Libertarian, November 9, 2011). ციტირების თარიღი: 2011-11-22.
- ↑ Danny Frederick. A Competitive Market in Human Organs (Libertarian Papers, Vol. 2, No. 27, 2010, pp. 1–21, online at libertarianpapers.org ). ციტირების თარიღი: 2011-11-22.
- ↑ Graeme Klass. Organ Trading (The Libertarian Engineer, April 6, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 10, 2011. ციტირების თარიღი: 2011-11-22.
- ↑ John Gordon. The humanity experiment has mixed results: Organ trade and enslaving the disabled (Gordon's Notes, September 9, 2011). ციტირების თარიღი: 2011-11-22.
- ↑ Cass Sunstein. Libertarian Paternalism (University of Chicago Law School, January 20, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-03. ციტირების თარიღი: 2011-11-22.
- ↑ David Gordon. Libertarian Paternalism (Mises Daily, May 21, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-18. ციტირების თარიღი: 2011-11-22.
- ↑ Ilya Somin. Richard Thaler Responds to Critics of Libertarian Paternalism (The Volokh Conspiracy April 15, 2010). ციტირების თარიღი: 2011-11-22.
- ↑ John Stuart Mill. A Few Words On Non-Intervention (Libertarian Alliance reprint of J.S. Mill's essay from Fraser's Magazine, 1859). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-22. ციტირების თარიღი: 2011-11-22.
- ↑ George Dance. Non-Intervention (The continuing rEVOlution, May 20, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-10. ციტირების თარიღი: 2011-11-22.
- ↑ Per Bylund. The Libertarian Immigration Conundrum (Mises Daily, December 8, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-14. ციტირების თარიღი: 2011-11-22.
- ↑ Ken Schoolland. Immigration: Controversies, Libertarian Principles and Modern Abolition (International Society for Individual Liberty, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-13. ციტირების თარიღი: 2011-11-22.
- ↑ Johan Norberg. Globalisation is Good (Channel 4 UK documentary, 2003, on Youtube.com). ციტირების თარიღი: 2012-11-18.
- ↑ Roderick T. Long & Tibor R. Machan (ed.). Anarchism/Minarchism: Is a Government Part of a Free Country? (Ashgate Publishing, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-11-24.
- ↑ Roderick T. Long. Market Anarchism as Constitutionalism (Anarchism/Minarchism, 2008, Chapter 9). ციტირების თარიღი: 2011-11-16.
- ↑ Geoffrey Allen Plauché (Louisiana State University, Baton Rouge, LA). On the Social Contract and the Persistence of Anarchy (American Political Science Association, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2011-11-16.
- ↑ Murray N. Rothbard, "Self-Defense," ch. 12, in "A Theory of Liberty," pt. 2 of The Ethics of Liberty (New York, N. Y.: New York University Press, 1998; orig. 1982), pp. 77–78, 80. Cf., For a New Liberty, p. 27.
- ↑ Murray N. Rothbard, "Property Rights and 'Human Rights'," §5 of "Property and Exchange," ch. 2, in "The Libertarian Creed," pt. 1 of For a New Liberty: The Libertarian Manifesto (Auburn, AL: Ludwig von Mises Institute, 2006; orig. 1973, 1978), pp. 52–53. Cf., pp. 85–86, 115.
- ↑ Ben’s Blog. Fred Phelps, Freedom of Speech and 'the Last Limits of the Endurable' (Ben's Blog on Infinite Monkeys, Fri, 10/08/2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-11. ციტირების თარიღი: 2011-11-26.
- ↑ David D. Friedman. Problems (The Machinery of Freedom, 1989, Chapter 41). ციტირების თარიღი: 2013-01-03.