თავდასხმა ორლანდოს ღამის კლუბზე (2016)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თავდასხმა ორლანდოს ღამის კლუბზე
1912 S Orange Ave 2.png
„Pulse“-ს ღამის კლუბი 2006 წელს
მდებარეობა 1912 S. ორანჯის გამზირი, ორლანდო, ფლორიდა, აშშ-ის დროშა აშშ
კოორდინატები 28°31′10″ ჩ. გ. 81°22′36″ დ. გ. / 28.519583° ჩ. გ. 81.376806° დ. გ. / 28.519583; -81.376806
თარიღი 12 ივნისი, 2016
2:00 — 5:00 (UTC-04:00)
სამიზნე პულსის გეი ღამის კლუბი
თავდასხმის ტიპი
მასობრივი სროლა
შიდა ტერორიზმი
მასობრივი მკვლელობა
იარაღი ნახევრად ავტომატური პისტოლეტი, ნახევრად ავტომატური თოფი და სხვა
მსხვერპლნი 50 (მათ შორის ჩამდენიც)
არასასიკვდილო დაზიანებები
53
ორგანიზატორები ომარ მატინი

2016 წლის 12 ივნისის მასობრივი სროლა „Pulse“-ში, ორლანდოს გეი ღამის კლუბში, ფლორიდა, შეერთებული შტატები. 50 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მკვლელიც, და 53 დაიჭრა, კლუბის შიგნით.[1] თავდამსხმელი არის ომარ მირ სედიქუი მატინი, 29 წლის ავღანური წარმოშობის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე.

თავდასხმა არის მასიური მასობრივი სროლა ერთი შეიარაღებული ადამიანის მიერ შეერთებული შტატების ისტორიაში, მასიური ძალადობის ინციდენტი ლგბტ[2] ადამიანების წინააღმდეგ ამერიკის ისტორიაში და მასიური ტერაქტი აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ.[3] ორლანდოს პოლიციის უფროსმა და ორანჯის შერიფმა თავდასხმა შეაფასეს შიდა ტერორიზმის აქტად „მარტოხელა მგლების“ მხრიდან. გავრცელებული ინფორმაციით მატინმა ერთგულების პირობა დადო ისლამური სახელმწიფოს (ISIL), თავდასხმამდე, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლების მიერ არ არის ნაპოვნი მტკიცებულება კავშირისა მატინსა და ისლამური სახელმწიფოს შორის.[4]

თავდასხმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

11 ივნისს, 2016 წელს, ღამის კლუბი „Pulse“ ორლანდოში, ფლორიდა, მასპინძლობდა ყოველკვირეული ღონისძიებას შაბათს ღამით, რომელსაც, პირველ რიგში სტუმრობენ ლათინოამერიკელი კლიენტები (ლათინური ღამე).[5]

მატინი, შეიარაღებული 223 კალიბრის „SIG Sauer AR-15“ ტიპის შაშხანით და 9 მმ „Glock“-ის იარაღით, მივიდა კლუბში. შეიარაღებული დაცვის თანამშრომელი, რომელიც ორლანდოს პოლიციის დეპარტამენტის (OPD) ოფიცერია, ასრულებდა დამატებით სამუშაო მოვალეობას სრული ფორმით,[6] შეეცადა დაეკავა მატინი, ცეცხლის გახსნის დროს 2:02 საათზე.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]