თავდასხმა აზერბაიჯანის საელჩოზე თეირანში (2023)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თავდასხმა აზერბაიჯანის საელჩოზე თეირანში
მდებარეობა თეირანი, ირანი
კოორდინატები 35°46′01″ ჩ. გ. 51°27′14″ ა. გ. / 35.767083° ჩ. გ. 51.454111° ა. გ. / 35.767083; 51.454111
თარიღი 27 იანვარი, 2023
08:30 (UTC+04:00)
სამიზნე აზერბაიჯანის საელჩო თეირანში
იარაღი აკ-47
დაღუპულები 1
არასასიკვდილო დაზიანებები
2
თავდამსხმელები იასინ ჰიუსეინზადა

თავდასხმა აზერბაიჯანის საელჩოზე თეირანში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე, 2023 წლის 27 იანვარს მოხვდა. თავდამსხმელი, ირანის მოქალაქე იასინ ჰიუსეინზადა, აკ-47 ტიპის ავტომატით შეიარაღებული, დაცვის პოსტის გავლით, შეიჭრა საელჩოს შენობაში და საელჩოს თანამშრომლების მისამართით გახსნა ცეცხლი. თანამშრომლებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რა დროსაც სალეჩოს დაცვის უფროსი, ორხან ასგაროვი სასიკვდილოდ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. თავდასხმის შედეგად ასევე საელჩოს ორი თანამშრომელიც დაიჭრა.[1]

თავდასხმიდან ცოტა ხანში, ირანის უსაფრთხოების სამსახურებმა დამნაშავე იასინ ჰიუსეინზადა დააკავეს. აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გახსნა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაგმო თავდასხმა და მიანიშნა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება. ამასთანავე, აზერბაიჯანულმა მხარემ თავდასხმა „ტერორისტულ აქტად“ შერაცხა. თავის მხრივ, ირანელი ოფიციალური პირების განცხადებებიდან ირკვევა, რომ თავდასხმა არ ატარებდა პოლიტიკურ მოტივს. ირანელმა ძალოვანებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა დამნაშავემ პირადი მოტივებიდან გამომდინარე ჩაიდინა და საელჩოში ის ორი არასრულწლოვანი შვილთან ერთად მივიდა. თუმცა, საელჩოს კამერის ჩანაწერებიდან გაირკვა, რომ დამნაშავე საელჩოში მარტო მივიდა. მოგვიანებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თავისი დიპლომატების ევაკუაცია განახორციელა თეირანიდან.

წინაისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლიდან, აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენიდან, ქვეყნის დიპლომატიურ მისიაზე მხოლოდ ერთხელ განხორციელდა თავდსხმა. 2022 წლის აგვისტოში, ლონდონში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელდა თავდასხმა, რა დროსაც რამდენიმე პირმა შეიჭრა საელჩოს შენობაში, ჩამოაგდეს აზერბაიჯანის დროშა და მის ნაცვლად რელიგიური ლოზუნგებით გაფორმებული დროშა ჩამოკიდეს. რადიკალებმა შენობის კედლებზე არაბულად წარწერები გააკეთეს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Caleb Davis. (2023-01-27) Guard killed in shooting at Azerbaijan's embassy in Iran. Reuters. ციტირების თარიღი: 2023-01-27.
  2. Əliyeva, Ceyla (27 yanvar 2023). „Azərbaycan səfirliyinə hücum İranda diplomatik missiyalara ilk hücum deyil - ŞƏRH“. Report İnformasiya Agentliyi (აზერბაიჯანული). ციტირების თარიღი: 27 yanvar 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)