თავდაპირველი ექვსეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლივზი რედ ვინგსის წინააღმდეგ, 1942 წელი.

თავდაპირველი ექვსეული (ინგლ. Original Six) — ტერმინი, რომელსაც უწოდებენ იმ 6 გუნდს, რომელიც ქმნიდა ნჰლ ლიგას ჯერ კიდევ პირველი წლებიდანვე, კერძოდ კი 1942-1967 წლების პერიოდში. თავდაპირველ ექვსეულში შესული გუნდებია: ბოსტონ ბრუინსი, ჩიკაგო ბლექჰოუქსი, დეტროიტ რედ ვინგსი, მონრეალ კანადიენსი, ტორონტო მეიფლ ლივზი და ნიუ იორკ რეინჯერსი. ყოველი მათგანი დღემდე მოქმედი გუნდია ლიგაში და არც ერთი გაუქმებულა. ტერმინის გამოყენება ხდებოდა 1967 წლიდან, ხოლო 1967 წლიდან მოხდა 6 სხვა გუნდის დამატება.

თავდაპირველი ექვსეულის სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი ქალაქი დაარსება NHL შემოუერთდა
ბოსტონ ბრუინსი ბოსტონი, მასაჩუსეტსი 1924
ჩიკაგო ბლეკჰოუკსი ჩიკაგო, ილინოისი 1926
დეტროიტ რედ ვინგსი დეტროიტი, მიჩიგანი 1926
მონრეალ კანადიენსი მონრეალი, კვებეკი 1909 1917
ნიუ-იორკ რეინჯერსი ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი (შტატი) 1926
ტორონტო მეიპლ ლივზი ტორონტო, ონტარიო 1917

წარსული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920-იან წლებში ნჰლ შედგებოდა 10 გუნდისგან მაგრამ სამწუხაროდ ლიგამ განიცადა ფინანსური ვარდნა, დიდი დეპრესიები რასაც შემდგომში მოჰყვა პიტსბურგ პირატების, ოტავა სენატორების და მონრეალ მარუნსის დაკარგვა. ნიუ იორკ ამერიკანსის, ბრუინებთან და მარუნთან ერთად ცოტა დიდ ხანს კიდევ გაძლეს ლიგაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდმაც გარკვეული როლი იქონია გუნდების დაშლაზე. მაგალითად: კანადა 1939 წლის სექტემბერში ჩაერთო ომში და ამის გამო ბევრმა მოთამაშემ სამხედრო მოვალეობის გამო დატოვა გუნდი. 1942 წელს ამერიკელებმა შეწყვიტეს ოპერაციები, მაგრამ უკან მოტრიალებულებს მხოლოდ 6 გუნდი შერჩათ. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, რომ გაეფართოვებინათ ლიგა ან თუნდაც დაებრუნებინათ ნიუ იორკ ამერიკანსი ან მონრეალ მარუნსი, ამის ადგილას შემდეგი 25 წლის მანძილზე ნჰლ ამ 6 გუნდით იჯერებდა თავს!

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველი ექვსეული გაკრიტიკებული იქნა მისი ფლეი ოფის სისტემის გამო, რადგან რეგულარული სეზონის შემდეგ მხოლოდ 2 გუნდი ვარდებოდა ხოლმე (მონრეალს ფლეი ოფი არ გამოუტოვებია 1949 - 1967 წლებში ხოლო დეტროიტმა და ტორონტომ მხოლოდ და მხოლოდ სამ სამჯერ გააცდინეს ფლეი ოფი). ბოსტონისთვის, ჩიკაგოსთვის და ნიუ იორკისთვის არასარფიანი კონკურენციის წესები იყო დადგენილი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ამ სამ გუნდს არ შეეძლო საკუთარი ყინულიდან 50 მაილის (80 კმ) დაშორებით ჰოკეისტის აყვანა. დეტროიტს მსუბუქად ჰქონდა ეს პრობლემა სხვა გუნდებთან შედარებით, რადგან აღმოსავლეთ-დასავლეთ ონტარიოში იყო ბევრი ადგილობრივი ტალანტები. თუ მოთამაშე 50 მაილით (80 კმ) ახლო არ იმყოფებოდა არცერთ გუნდთან, იგი თავისუფალ აგენტად რჩებოდა და შეეძლო ნებისმიერი გუნდის წინადადება მიეღო. როგორც კი მოთამაშე სპონროსულ კონტრაქტს აწერდა ხელს, ნჰლ გუნდს შეეძლო მოთამაშეთავის სპონსორების შიაში შეეყვანა. პრაქტიკებზე, ყოველ 6 გუნდს არჩეული ჰყავდა ჰოკეისტები კანადიდან, რომლებიც აფინანსებდნენ მეორე ლიგას, პატარების და ასევე მოყვარულის ლიგებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნჰლ-ის ექვსივე გუნდის მფლობელები ყველა წინადადებას გაფართოების შესახებ ეწინააღმდეგებოდნენ, ამის გარდა ისინი არ აქცევდნენ თავიანთ დაპირებებს ყურადღებას, რომელიც ითვალისწინებდა მონრეალ მარუნსის და ნიუ იორკ ამერიკანსის აღდგენას.

კორუფცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიგაში ფაქტობრივად ადგილი ჰქონდა მფლობელების მიერ მონოპოლიას. მაგალითად რედ ვინგსის მფლობელი James E. Norris ეფექტურად ფლობდნენ ბლექ ჰოუქს, რომლებიც ასევე იყვნენ დიდი აქციების მფლობელები რეინჯერსის. ნორისი ასევე გავლენას ახდენდა ბოსტონ ბრუინსზე, რომელზეც ცდილობდა გუნდის დეპრესია დიდ ხანს გაგრძელებულიყო. რამდენიმე კრიტიკოსი ნჰლ-ს ხუმრობითაც კი უწოდებდა "ნორისის სახლის ლიგა"

კონტროლი მფლობელების მიერ გუნდებზე იყო აბსოლუტური. მოთამაშეები რომლებიც არასწორი მიმართულებით წვავიდოდნენ, ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდად ისჯებოდნენ მფლობელების მიერ: ან ქალაქ გარეთ გაყიდიდნენ, ან გააგზავნიდნენ არასრულწოვნებში. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ რედ ვინგსის შემტევი Ted Lindsay, რომელიც გაგზავნილი იქნა ბლექ ჰოუქსში ბოლო გამომსვლელად. ნორისი არ დებდა ინვესტიციებს ბოსტონში, ჩიკაგოში და ნიუ იორკში, ეს გუნდები მხოლოდ ნორისის არენას ავსებდა. დეტროიტის, მონრეალის და ტორონტოს ეპოქაში, 1941-1970 წლებში, ყოველი სტენლი თასი იქნა მოგებული ზუსტადაც რომ ამ სამი გუნდის მიერ. სამივე ერთად აღებული კი მხოლოდ და მხოლოდ 8-ჯერ ვერ მოახერხეს ფლეი ოფში გასვლა!

მოთამაშეების პირობებიც ასევე იყო ღარიბული. მოთამაშეების მედიცინის ანგარიშები გადახდილი მხოლოდ ტრამვიდან 2 თვის შემდეგ ხდებოდა. ყოველ ჯერზე როდესაც მოთამაშეები არასრულწლოვნებში იგზავნებოდნენ, არა მხოლოდ უმცირდებოდათ ხელფასი, არამედ მათი მოგზაურობის საფასურის დაფარვაც კი არ ხდებოდა. მოთამაშეებს არ უხდიდნენ ხელფასს არა სასეზონო პერიოდის დროს. ადრეულ წლებში მოთამაშეებს შეეძლოთ დაკავებულიყვნენ სხვა სპორტის სახეობებით, რომ გამოემუშავათ ფული არასასეზონო პერიოდის დროს, თუმცა ორიგინალური ექვსეულის ეპოქაში ესეც კი ეკრძალებოდათ.

საპენსიო გეგმა რომელიც 1946 წელს იქნა მიღებული, როგორც მოთამაშეების სამომავლო სარგებელი, მაგრამ ეს ინფორმაცია დამალული იყო მფლობელების მიერ, რომლებიც დიდ ფულს შოულობდნენ ამ ხერხებით. საპენსიო გეგმა გამოაშკარავებული იქნა მხოლოდ 1989 წელს, როდესაც 25 მილიონი გამქრალი იყო.

ორიგინალური ექვსეულის ხანის დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი მფლობელების პენსიაზე გასვლის შემდეგ მოვიდა ახალი გვარდია, რომელიც უფრო მომთხოვნი გახდა იმ იდეასთან, რომ ლიგა უნდა გაფართოებულიყო. 1963 წელს, რეინჯერსის გუბერნატორი William M. Jennings-ი თავის კოლეგებთან წარდგა იდეით, რომ გაეფართოვებინათ ნჰლ დასავლეთის მხარე, რომელიც 2 ახალი გუნდის დამატებით იქნებოდა შესაძლებელი 1964-1965 წლის სეზონში. მისი ინიციატივა იყო დაფუძნებული, რომ სამომავლოდ დიდი წარმატება ელოდა დასავლეთ მხარეს, სადაც ჰოკეი იმ დროისთვის არცთუ განვითარებული იყო, ასევე ჯენინგსმა გამოთქვა იმედი, რომ დასავლეთის გუნდები უფრო ნაციონალურს გახდიდა ლიგას, რომელიც ასევე გაიუმჯობესებდა შანსებს, რომ ნჰლ დაბრუნებულიყო ამერიკის ტელევიზიაში. იმ დროს სხვა გუბერნატორებმა მხარი არ აუბეს და იდეა არ იქნა დაკმაყოფილებული, მაგრამ თემა უფრო და უფრო აქტუალური ხდებოდა. საბოლოოდ 1965 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ნჰლ-ს კიდევ 6 გუნდი დაემატებოდა. 1966 წლის თებერვალში კი გაფართოების მიზნით ასპარეზობის უფლება მოიპოვეს: ლოს ანჯელეს კინგს, მინესოტამ, ფილადელფია ფლაიერსმა, პიტსბურგ პინგსვინსმა, სან ფრანცისკომ და სენტ ლუის ბლუზმა.

ორიგინალური ექვსეულის ხანის დასასრულს კი სტენლი თასის ფინალში ტორონტო მეიფლ ლივზმა დაამარცხა მონრეალ კანადიანსი 6 თამაშში (1967 წელს).

ორიგინალური ექვსეულის ანგარიშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მნიშვნელობები: GP = ჩატარებული მატჩი; W = მოგება; L = წაგება; OT = დამატებითში ან პენლებში წაგებული; GF = გატანილი შაიბა; GA = გაშვებული შაიბა; Pts=ქულა

გუნდი GP W L OT GF GA Pts
ტორონტო მეიფლ ლივზი 3225 1387 1346 22 9537 9403 3266
მონრეალ კანადიენსი 3153 1574 1076 19 9952 8304 3651
ბოსტონ ბრუინსი 3139 1328 1312 27 9317 9394 3155
დეტროიტ რედ ვინგსი 3079 1347 1248 13 9019 8862 3178
ჩიკაგო ბლექ ჰოუქსი 3064 1160 1431 13 8621 9461 2793
ნიუ იორკ რეინჯერსი 2972 1098 1373 14 8326 9348 2697

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Coleman, Charles L. (1964). Trail of the Stanley Cup, Vol I. Kendall/Hunt Publishing Company. ISBN ISBN 0-8403-2941-5 Invalid ISBN. 
  • Cruise, David and Griffiths, Alison (1990). Net Worth:Exposing the Myths of Pro Hockey. Stoddart Publishing. 
  • (1998) რედ. Diamond, Dan: Total Hockey. Andrews McMeel Publishing. 
  • McFarlane, Brian (1969). 50 Years of Hockey. Greywood Publishing Ltd. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Original Six

, ,