თაბრიზ ხალილბეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
თაბრიზ ხალილბეილი
ტაბრიზ ხალილბეილი.jpg
დაბადების თარიღი 12 თებერვალი, 1964
ბაქო, აზერბაიჯანი
გარდაცვალების თარიღი 31 იანვარი, 1992 (27 წლის)
ნახიჩევანლი, ხოჯალი, აზერბაიჯანი
დაკრძალულია გმირთა ხეივანი, ბაქო, აზერბაიჯანი
40°21′41″N 49°49′16″E / 40.361320° ჩ. გ. 49.821174° ა. გ. / 40.361320; 49.821174
მოქალაქეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ჯილდოები
აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ორდენი
ბრძოლები ყარაბაღის ომი

თაბრიზ ხალილ რზა-ოღლუ ხალილბეილი (აზერ. Təbriz Xəlil Rza oğlu Xəlilbəyli; დ. 12 თებერვალი, 1964, ბაქო, აზერბაიჯანი — გ. 31 იანვარი, 1992, ნახიჩევანლი, ხოჯალი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, დაიღუპა ყარაბაღის ომში. აზერბაიჯანელი პოეტი ხალილ რზას შვილი.[1]

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაბრიზ ხალილბეილი დაიბადა 1964 წლის 12 თებერვალს, ქალაქ ბაქოში. 1981 წელს დაამთავრა ქალაქ ბაქოს მ.მუშფიგის სახელობის №18 საშუალო სკოლა. 1982 წელს შევიდა აზერბაიჯანის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში. გააგრძელა განათლების მიღება და იმავე დროს მუშაობდა ჯ.ჯაბარლის სახელობის კონოსტუდია „აზერბაიჯან ფილმ“-ში.[1]

ომში მონაწილეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაბრიზ ხალილბეილიმ 1991 წლის ბოლოს ომში ნებაყოფლობით წავიდა. სოფელ ხრომორდში და ნახჩივანიკში ომების დროს გმირულად იბრძოდა. ბრძოლებში გამორჩევის გამო დაჯილდოვდა შსს-ს „ბოზ გურდ“-ის ჯილდოთი.[2] 1992 წლის 31 იანვარს იყო ტაბრიზ ხალილბეილის ბოლო ბრძოლა. ის დაიღუპა შუშის ალყის მოხსნისთვის ორგანიზებული ოპერაცია „დაშალთი“-ს დროს.[3]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო დაოჯახებული. მისგან დარჩა ორი ქალიშვილი[1].

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 1992 წლის 8 ოქტომბრის №264 ბრძანებით თაბრიზ ხალილბეილის დაღუპვის შემდეგ მიენიჭა „აზერბაიჯანის ეროვნული გმირის“ წოდება.[4] დასაფლავებულია გმირთა ხეივანში ქალაქ ბაქოში. ქალაქ ბაქოში და სალიანის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა მისი სახელი. მისი საცხოვრებელი სახლის წინ დამონტაჟებულია სამახსოვრო დაფა.[5][6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Xəlilbəyli Təbriz Xəlil Rza oğlu (15 October 2015). ციტირების თარიღი: 23 November 2018
  2. Qəhrəmanlar ölmürlər: "Boz qurd" Təbriz Xəlilbəyli (15 October 2015). ციტირების თარიღი: 23 November 2018
  3. 24 years pass since Dashalty military operation (31 January 2014). ციტირების თარიღი: 23 November 2018
  4. National Heroes. ციტირების თარიღი: 23 November 2018
  5. Gəmilərin siyahısı Dövlət Gəmi Reyestri. ციტირების თარიღი: 23 November 2018
  6. TABRIZ KHALILBEYLI. ციტირების თარიღი: 23 November 2018