თაბანა-ნტლენიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თაბანა-ნტლენიანა
კოორდინატები: 29°28′ ს. გ. 29°16′ ა. გ. / 29.467° ს. გ. 29.267° ა. გ. / -29.467; 29.267
ქვეყანა ლესოთოს დროშა ლესოთო
სიმაღლე 3482 
ქედი დრაკონის მთები
პირველი ასვლა 1951
თაბანა-ნტლენიანა — ლესოთო
თაბანა-ნტლენიანა

თაბანა-ნტლენიანა (სეს. Thabana Ntlenyana; სიტყვასიტყვით — „ლამაზი პატარა მთა“) — დრაკონის მთების, ლესოთოსა და საერთოდ, სამხრეთ აფრიკის უმაღლესი წერტილი.

ის მდებარეობს ლესოთოს სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილში და აქვს ზღვის დონიდან 3482 მეტრი სიმაღლე. განფენილია სანის უღელტეხილიდან ჩრდილოეთით. სიახლოვეს არის მდინარე ორანჟის ზემო წელი, რომელიც დასავლეთით მიედინება და ჩაედინება ატლანტის ოკეანეში. აგებულია ბაზალტისგან და გარშემორტყმულია მსგავსი მაღალი მწვერვალებით, პიკი სუსტადაა გამოსახული. პირველად დაიპყრეს 1951 წელს.

თაბანა-ნტლენიანა აფრიკაში ყველაზე მაღალი მთაა ვულკან მერუდან სამხრეთით, რომელიც მდებარეობს კილიმანჯაროს სამხრეთით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]