ზღუბირის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზღუბირის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუბირში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი ნაგებია ფლეთილი, ვულკანური, ფიქალისა და შირიმის ქვით. ტაძარი ანალოგიურია ჯავის რაიონში არსებული გუმბათოვანი ტაძრებისა. ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით მიდგმულია კარიბჭეები. აბსიდა შვერილწახნაგოვანია. გუმბათის ყელის რვავე წახნაგზე გაჭრილია სარკმელი. ძეგლის შიდა სივრცის აზომვა და აღწერა ვერ მოხერხდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეგრელიძე ი. სიძველეები ლიახვის ხეობაში, თბ., „საბჭოთა ხელოვნება“, 1984, გვ. 284-287.
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004