ზღვის ხვლიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზღვის ხვლიკი
Marineiguana03.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Amblyrhynchus cristatus
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 VU ka.svgმოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 1086

ზღვის ხვლიკი (ლათ. Amblyrhynchus cristatus) — ქვეწარმავალი იგუანასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 140 სმ აღწევს. გვერდებიდან შებრტყელებული კუდი და თითებს შორის საცურაო აპკი აქვს. ზურგსა და კუდზე წვეტიანი და წაგრძელებული ქერცლის ტროპი გასდევს. ზღვის ხვლიკი გალაპაგოსის კუნძულების ენდემია. ბინადრობს ზღვის მოქცევის ზოლში. დროის უმეტეს ნაწილს წყალში ატარებს, კარგად დაცურავს. იკვებება წყალმცენარეებით. ერთადერთი თანამედროვე ხვლიკია, რომელიც საკვებს ზღვაში მოიპოვებს. ახასიათებს პოლიგამია — გამრავლების პერიოდში ზღვის ხვლიკები ქმნიან ჯგუფებს, რომლებიც 2-10 დედლის, ახალი თაობისა და ერთი მამლისაგან შედგება. დებს 1-3 კვერცხს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]