ზღვის ციცინათელა
იერსახე
ზღვის ციცინათელა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ზღვის ციცინათელა | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Noctiluca scintillans Noctiluca miliaris | ||||||||||
|
ზღვის ციცინათელა (ლათ. Noctiluca scintillans ან Noctiluca miliaris) — უმარტივესთა სახეობა ჯავშნიანი შოლტოსნების რიგის ნოქტილუკას (ლათ. Noctiluca) გვარისა. აქვს 2-3 მმ-მდე დიამეტრის სფერული სხეული. მრავლდება გაყოფით ან სხეულის ზედაპირზე კვირტების წარმოქმნით. ზღვის ციცინათელას ციტოპლაზმა ამოვსებულია ცხიმოვანი ჩანართებით, რომლებიც გაღიზიანებისას იჟანგება და ანათებს (ბიოლუმინესცენცია). ბინადრობს თბილ, იშვიათად ბორეალურ ზღვებში, აგრეთვე შავ ზღვაშიც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 552.