შინაარსზე გადასვლა

ზღვის შროშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზღვის შროშანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  ამარილისისებრნი
გვარი:  Pancratium
სახეობა:  ზღვის შროშანი
ლათინური სახელი
Pancratium maritimum L., 1753
სინონიმები[1]
  • P. angustifolium M. Roem.
  • Hymenocallis maritima (L.) M.Roem.
  • Pancratium carolinianum L.
  • Scilla parva Garsault
  • Hymenocallis lacera Salisb.
  • Hymenocallis caroliniana (L.) Herb.
  • Hymenocallis ruizii M.Roem.
  • Pancratium aegyptiacum M.Roem.
  • Pancratium abchasicum Regel
  • Pancratium maritimum var. aureum Pynaert
  • Pancratium angustifolium Lojac. 1909
  • Pancratium barcinonense Sennen
  • Pancratium mirennae Mattei
  • Pancratium linosae Soldano & F.Conti

ზღვის შროშანი (ლათ. Pancratium maritimum) — მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა. სიმაღლეში 40-70 სმ-ია. აქვს ფართოხაზური ფოთლები და ღეროს წვერზე შეკრებილი 2-დან 10-მდე თეთრი ყვავილი. ყვავილსაფარი თეთრია, ძაბრის ფორმის, გრძელი მილით. ნაკვთები ხაზურლანცეტაა, უკან გადაღუნული, ზურგზე მწვანე ზოლით. ყვავილსაფარს აქვს მოკლე დანამატი და 12 მსხვილი სამკუთხა კბილი. ყვავილობისა და ნაყოფმსხმოიარობის პერიოდია ივნის-აგვისტო.[2]

გავრცელებულია შუა ევროპაში, ხმელთაშუა-[3] და შავიზღვისპირეთში. ჩვენში დასავლეთ საქართველოში გვხვდება (აფხაზეთი, აჭარა), მაგრამ სანაპიროების ათვისების გამო გადაშენების საფრთხის წინაშეა.[2] იზრდება ზღვისპირა ქვიშებზე. იშვიათად აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.[3]

  1. Synonyms of Pancratium maritimum ინგლისური. World Checklist of Selected Plant Families (WCSP). ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021[მკვდარი ბმული]
  2. 2.0 2.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 32.
  3. 3.0 3.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 552.