ზღვის ფაუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზღვის ფაუნაზღვისა და ოკეანის ცხოველთა ერთობლიობა. ზღვის ფაუნა დაახლოებით 160 ათას სახეობას მოიცავს, რომელთაგან დაახლოებით 16 ათასი თევზია. თავისუფლად მცხოვრებ ცხოველთა 60 კლასიდან ზღვაში მხოლოდ 3 კლასი არ გვხვდება. ცხოველთა სამყაროს ტიპი თავდაპირველად ზღვის გარემოში ჩამოყალიბდა, საიდანაც შემდეგ ზოგი მტკნარ წყალში გადავიდა, ზოგი -ხმელეთზე. ზღვის ფაუნა ყველაზე მდიდარია ტროპიკულ წყლებში. სიღრმის მატებასთან ერთად იგი ღარიბდება, ხოლო მაქსიმალურ სიღრმეზე (9-10 კმ-ზე ღრმად) მხოლოდ რამდენიმე ათეული სახეობა გვხვდება. ადგილსამყოფელისა და ცხოვრების ნირის მიხედვით ზღვის ფაუნას ყოფენ პლანქტონად, ნექტონად და ბენთოსად. ზოოპლანქტონის წარმომადგენლებია სხივურები, ინფუზორიები, სიფონორები, მედუზები, კიბოსნაირები და სხვა. ნექტონის ძირითადი ფორმებია თევზები, თავფეხიანი მოლუსკები და ვეშაპისნაირები. ფსკერული ფორმებიდან აღსანიშნავია ღრუბლები, მარჯნის პოლიპები, კიბოები, მუცელფეხიანები და ორსაგდულიანი მოლუსკები, კანეკლიანები, ასციდები თევზები და სხვა. ჰიდროფიზიკური და ჰიდროქიმიური თავისებურებების გამო შავი ზღვის ფაუნა შედარებით ღარიბია, ზღვის ფაუნის სამეურნეო მნიშვნელობა მეტად დიდია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]