ზღვის ობობები
იერსახე
ზღვის ობობები (Pantopoda ან Pycnogonida), უხერხემლოთა კლასი ფეხსახსრიანების ტიპისა. აქვთ 0,8 მმ-იდან 5 სმ-მდე სიგრძის დანაწევრებული სხეული, მასიური ხორთუმი. კიდურების პირველი წყვილი მარწუხებადაა გადაქცეული, მე-2 და მე-3 — საცეცებად. დანარჩენი სასიარულოა. კუდის ნაწილი მოკლეა. ზურგზე აქვთ თვალის ბორცვი, ზედ 4 თვალით. კლასში 500-მდე სახეობაა. ზღვის ფსკერის ცხოველებია. იკვებებიან უხერხემლოთა რბილი ქსოვილებით. გვხვდებიან ლითორალიდან 7,5 ათას მ-მდე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 4, გვ. 550, თბ., 1979