ქიცვიანი სკაროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზღვის მელა)
ქიცვიანი სკაროსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Raja clavata
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 39399

ქიცვიანი სკაროსი, ზღვის მელა (ლათ. Raja clavata) — თევზი რომბისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძეა 85 სმ, დედლისა — 125 სმ. რომბისებრი სხეული აქვს. გავრცელებულია ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ნორვეგიიდან ნამიბიამდე. გვხვდება შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მათ შორის საქართველოს ნაპირებთან, აგრეთვე ჩრდილოეთის ზღვაში, სკაგერაკსა და კატეგატში, შესაძლოა ინდოეთის ოკეანის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, მოზამბიკისა და მადაგასკარის ნაპირებთან. იკვებება კიბოსნაირებით, თევზებითა და მოლუსკებით. შეწყვილება გაზაფხულზეა. ბინადრობს 20-იდან 300-მდე სიღრმეში. საქართველოში მისი სარეწაო მნიშვნელობა მცირეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]