ზღვის კომბოსტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზღვის კომბოსტოლამინარიას გვარის ზღვის წაბლა წყალმცენარეების სარეწაო სახელი. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცივი და ზომიერად ცივი ზღვების ყველაზე გავრცელებული წყალმცენარეებია. ქმნიან შალდამებს, რომელთა ბიომასა 1 მ2-ზე 5-10 კგ-ზე მეტია.

განსაკუთრებით ფასობს ლათ. Laminaria japonica, რომელიც იზრდება წყნარი ოკეანის აზიის სანაპიროზე; რუსეთში — იაპონიის ზღვაში, სახალინისა და კურილის კუნძულების სამხრეთ სანაპიროსთან. იყენებენ საჭმელად, აგრეთვე იოდის, მანიტის და სხვ. მისაღებად. მედიცინაში იყენებენ ლათ. Laminaria saccharina-ს საფაღარათო საშუალებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]