შინაარსზე გადასვლა

ზღვის გოჭისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზღვის გოჭისებრნი

წყლის გოჭი (Hydrochoeris hydrochaeris)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Caviidae (Fischer von Waldheim, 1817)

ზღვის გოჭისებრნი[1] (ლათ. Caviidae) — ძუძუმწოვართა ოჯახი მღრღნელების რიგისა. აერთიანებს 6 გვარს, მათ შორისაა: ზღვის გოჭი, კუი, მთის გოჭი, მარა, წყლის გოჭი (ადრე ცალკე ოჯახად გამოყოფდნენ) და მოკო; ცნობილია 18–22 სახეობა. სხეულის სიგრძე 300 გრამის მასის პირობებში 22 სანტიმეტრიდან (მთის გოჭი) 66 კილოგრამის პირობებში 130 სანტიმეტრამდე (წყლის გოჭი) მერყეობს. მარების გარდა ყველას მოკლე კიდური აქვს; თავი მასიურია, კისერი დამოკლებული, თვალები დიდი, კუდი მოკლე, რომელიც ზოგჯერ არ ჩანს. მარები ბოცვრებს წააგვანან. ყველა ზღვის გოჭისებრის წინა თათები სამთითიანია აქვს, უკანები — ოთხთითიანი. თმის საფარველი, როგორც წესი, უხეშია, მარებისა — ხშირი და რბილი. ზურგი ფერად მორუხო, ზეთისხილისფერი, ზოგჯერ ღია ყავისფერი ან მოწითურო-მურაა. მუცლის მხარე მოთეთრო ან მუქი ყვითელია. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკაში. ბინადრობენ სხვადასხვა გარემოში — წყალსატევებისპირა ჭაობებიდან მთის მშრალ მდელოებამდე. იკვებებიან მცენარეულობით. ბევრი თხრის სოროს, თავშესაფარს აწყობს ქვებს შორის. სახეობათა უმრავლესობის წარმომადგენლები სხვადასხვა ორგანიზაციის მქონე ჯგუფებად ცხოვრობენ. მაკეობა ძირითადად 50–90 დღე გრძელდება, შობენ 2-დან 8-მდე ნაშიერს. სქესობრივ სიმწიფეს სიცოცხლის პირველივე თვეებში აღწევენ, წყლის გოჭები — მე-2 წელს. მსხვილი სახეობების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლ. 10 წელს შეადგენს, ტყვეობაში — დაახლ. 14-ს. ყველა მათგანი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ნადირობის ობიექტია (ხორცის გამო). ზღვის გოჭებს იყენებენ როგორც ლაბორატორიის ცხოველებს; გამოყვანილია სახლის პირობებში საყოლი ჯიშებიც. IUCN-ის წითელი ნუსხის მონაცემებით, ერთი სახეობა გადაშენების კრიტიკული საფრთხის ქვეშაა, ორი — საფრთხესთან ახლოს.

  1. Caviidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.