ზღვისპირა ფქვილისებრი ცრუფარიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზღვისპირა ფქვილისებრი ცრუფარიანა (ლათ. Pseudococcus obscurus) მწუწნავი მწერი კოქციდების ქვერაზმისა. ციტრუსოვანი და სხვა სუბტროპიკული კულტურების მავნებელია. დედლის სხეულის სიგრძეა 4-5 მმ, დაფარულია ფქვილის მსგავსი ცვილოვანი გამონაყოფით, სხეულის კიდეზე 17 წყვილი თეთრი ცვილისებრი ჯაგრულა აქვს. მამალი ფრთიანია. ზღვისპირა ფქვილისებრი ცრუფარიანა გავრცელებულია ამერიკაში, ავსტრალიაში, ევროპაში, დასავლეთ საქართველოში, კრასნოდარის მხარეში, ყირიმსა და აზერბაიჯანში. საქართველოში წელიწადში 3 თაობას იძლევა. დაზიანებული მცენარე სუსტდება, ზრდაში ჩამორჩება, ნაყოფი სცვივა, ხმება. ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდია დაზიანებულ მცენარეზე მტაცებელი ხოჭოს — კრიპტოლემუსის გაშვება; იყენებენ ქიმიურ პრეპარატებსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჰაჯიბეილი ზ., ქსე, ტ. 4, გვ. 551, თბ., 1979