ზურაბ გურიელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზურა გურიელიძე)
Jump to navigation Jump to search
ზურაბ გურიელიძე
დაბ. თარიღი 5 დეკემბერი, 1959 (1959-12-05) (59 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ბიოლოგია
წოდება თბილისის ზოოპარკის დირექტორი
(2006–)

ზურაბ (ზურა) გურიელიძე (დ. 5 დეკემბერი, 1959, თბილისი) — ქართველი ბიოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.

1981–1988 წლებში იყო ნაკრძალების მთავარი სამმართველოს უფროსი ნადირმცოდნე. 1988 წლიდან ზოოლოგის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1996 წლიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხოველთა სამყაროს დაცვის განყოფილების უფროსი. 1997 წლიდან „სახეობათა კონსერვაციის ცენტრის“ დირექტორი. 2006 წლიდან თბილისის ზოოპარკის დირექტორი.

1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია — „კავკასიური კეთილშობილი ირმის პოპულაციაში მიმდინარე პროცესები მგლის რიცხოვნობის დაცემის ფონზე“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 103, თბ., 1998–1999.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]