ზურა გორგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურა გორგაძე
დაბადების სახელი ზურაბ გორგაძე
დაბადების თარიღი 24 ოქტომბერი, 1988
ქუთაისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, ტელე-რადიო წამყვანი, გახმოვანების მსახიობი
აქტიური 2010-დან დღემდე

ზურა გორგაძე (დ. 24 ოქტომბერი, 1988, ქუთაისი) — ქართველი მსახიობი, ტელე-რადიო წამყვანი, გახმოვანების მსახიობი.

2010 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წელს გახდა სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი.

2011 წელს გახდა თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.

2010- 2012 წლებში იყო ტელეკომპანია „რეალტივის“ გადაცეების „დღის სტუმარი’’ „დღის რეცეპტი“ წამყვანი.[1]

2012 წლიდან არის კომპანია „ბრავო რეკორდსის“ გახმოვანების მსახიობი. გახმოვანებული აქვს მრავალი საერთაშორისო პროექტი (ფილმები, სერიალები, დოკუმენტური ფილმები და ანიმაციური ფილმები)

2013 წლიდან რადიო „აფხაზეთის ხმის“ მუსიკალური წამყვანი.[2] 2014 წლიდან არის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გახმოვანების მსახიობი. 2019 წლიდან ამავე ტელეკომპანიის დილის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანი.[3] 2015 წლიდან რადიო „ჯაკო FM “ წამყვანი. 2016 წელს იყო რადიო „სტარ FM-ის“ მუსიკალური წამყვანი. 2014 წელს მიიღო მონაწილეობა შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“.[4][5][6]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „თეთრი ბაირაღები“ (ნაკაშიძე). რეჟისორი დავით კობახიძე.
  • „ჟანა დ’არკი“ (კოშონი). რეჟისორი ბადრი წერედიანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]