ზურაბ ჭუმბურიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზურაბ ჭუმბურიძე
დაბ. თარიღი 6 ივლისი, 1926
ქვედა სიმონეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ფილოლოგი, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ჯილდოები დაჯილდოებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

ზურაბ გალაქტიონის ძე ჭუმბურიძე (დ. 6 ივლისი, 1926, სოფ. ქვედა სიმონეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი) — ქართველ ფილოლოგი, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1970), გელათის მეცნიერებათა აკადამიის აკადემიკოსი (1995).

1949 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1985 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. პირველი წიგნი „ქართული სალიტერატურო ენისა და სტილის საკითხები“ 1956 წელს გამოაქვეყნა. ძირითადი ნაშრომებია: „სალიტერატურო ენა და მწერლობა“ (1962), „რა გქვია შენ?“ (1966, 1971, 1982), „ლიტერატურული წერილები“ (1975), „მადლი დედაენისა“ (1982), „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“ (1983), „მყოფადი ქართველურ ენებში“ (1986).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]