ზურაბ ჭავჭავაძე (საზოგადო მოღვაწე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზურაბ ჭავჭავაძე.

ზურაბ ჭავჭავაძე (დ. 22 იანვარი 1943, პარიზი) — პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე; მონარქისტული მოძრაობის მონაწილე თანამედროვე რუსეთში.

დაიბადა ემიგრირებულ ოჯახში; მამა იყო არმიის ოფიცერი თავადი მიხეილ ჭავჭავაძე; დედა, მარია — რუსული ემიგრაციის ცნობილი მოღვაწის ალეკსანდრ კაზემ-ბეკის და. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოჯახი საბჭოთა კავშირში დაბრუნდა, თუმცა გადასახლებული იქნა ყაზახეთში, სადაც 1950-იან წლებამდე იმყოფებოდა. 1969 წ. ზურაბ ჭავჭავაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) დასავლეთევროპული ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1969-1971 წწ. იყო საქართველოს სამეცნიერო ინფორმაციების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1971-1989 წწ. — თსუ სწავლების ახალი მეთოდების კათედრის უფროსი მასწავლებელი. 1990-1993 წწ. იყო საბჭოთა (შემდეგში რუსეთ)-ბრიტანული გამომცემლობის „რიურიკის“ თავმჯდომარე, 1990-იან წწ. — რუსეთის ეროვნული კომერციული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი.

1990 წ. იყო სრულიად რუსეთის თავადაზნაურობის საკრებულოს ერთ-ერთი ორგანიზატორი; 1995-1998 წწ. არჩეული იყო უმაღლესი მონარქიული საბჭოს მმართველობის თავმჯდომარედ. რომანოვების ე.წ. კირილიჩების შტოს წარმომადგენელი რუსეთში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]