ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
41°42′05″ ჩ. გ. 44°47′42″ ა. გ. / 41.701611° ჩ. გ. 44.795111° ა. გ. / 41.701611; 44.795111
დაარსდა 29 თებერვალი, 2012; 12 წლის წინ (2012-02-29)
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
დამაარსებლები ზურაბ წერეთელი
მდებარეობა თბილისი
სტატუსი შპს
დირექტორი კონსტანტინე ქორქია
ოფიციალური საიტი tbilisimoma.ge
Map

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი — ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რომელიც გაიხსნა 2012 წლის 29 თებერვალს თბილისში.[1] მუზეუმს სახელი ეწოდა საბჭოთა და ქართველი მხატვარისა და მოქანდაკის ზურაბ წერეთლის საპატივცემულოდ.

მუზეუმში დაცულია ზურაბ წერეთლის 300 მდე ნამუშევარი: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება და სხვა. მისი მთლიანი ფართობი 3000 მ² მოიცავს. მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების გამოფენების ხშირი მასპინძელია.

შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუეზეუმი განთავსებულია ყოფილ კადეტთა კორპუსის შენობაში.[2] შენობა XIX საუკუნის მეორე ნახევარში აიგო. [3] თავდაპირველად შენობა დაწყებით სამხედრო სკოლას ეკუთვნოდა, ხოლო შემდეგ კადეტთა კორპუსს გადაეცა. 1918 წელს კადეტთა კორპუსმა საერთოდ შეწყვიტა არსებობა.[4]

მუზეუმის შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, შოთა რუსთაველის გამზ. #27-ში.[5] მისი მთლიანი ფართობი 3000 მ² მოიცავს. შენობას რესტავრაცია 2007-2012 წლებში ჩაუტარდა.[6] რეაბილიტაციის შედეგად შენარჩუნდა შენობის გარეგანი სახე, შიდა სივრცე მთლიანად გადაკეთდა და მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გალერეა, ახალი ტიპის საგამოფენო დარბაზებით. განახლდა მუზეუმის ეზოც, სადაც განთავსებულია ზურაბ წერეთლის მონუმენტური კომპოზიციის „ვაშლის“ ასლი,[7] რომლის ორიგინალი დაცულია მოსკოვში, ზურაბ წერეთლის სამხატვრო გალერეაში.[8] მუზეუმში გამოყოფილია სივრცე საკონფერენციო დარბაზისთვის. მუშაობს სამხატვრო სალონი და კაფე-რესტორანი.[9]

ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი წარმოადგენს 3 სართულიან საგამოფენო სივრცეს.[10] მასში გამოყოფილია საექსპოზიციო დარბაზი „XXI საუკუნის თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშების“ გამოსაფენად, სადაც მონაწილეობის მიღების საშუალება აქვთ როგორც ქართველ, ისე უცხოეთიდან მოწვეულ მხატვრებს. მუზეუმი წელიწადში საშუალოდ 12 საგამოფენო პროექტს წარმოადგენს.[11]

მუზეუმის კომპლექსის ექსპოზიცია იხსნება ზურაბ წერეთლის პერსონალური გამოფენით.[12] გამოფენა იწყება მონუმენტური კომპოზიციით „არგონავტები“ (2005).

პირველი სართულზე წარმოდგენილია ასამდე გრაფიკული ნაწარმოები, აგრეთვე მინანქარი, მასიური ბრინჯაო და ქანდაკება. მუზეუმის მეორე სართულის ექსპოზიცია იხსნება სკულპტურული კომპოზიციებით „ჩემი საყვარელი მხატვრები“, აგრეთვე კომპოზიცია სერიიდან „ქალაქელები“.[11]

ექსპოზიციაში აგრეთვე შესულია ზურაბ წერეთლის ასზე მეტი ფერწერული ნამუშევარი, რომელიც შექმნილია ბრაზილიაში, საფრანგეთში, საქართველოში, რუსეთში და ა.შ.[11]

მესამე სართულზე წარმოდგენილია კომპოზიცია „ჩარლი ჩაპლინი“,[13] აგრეთვე ფოტოგანყოფილება, რომელიც ეძღვნება ზურაბ წერეთლის ცხოვრების ისტორიას.[14] საერთო ჯამში, გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრის 300-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში[15] და 250-მდე ფოტომასალა.[16]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Выставкой Зураба Церетели открылся новый музей искусства в Тбилиси“. Sputnik.georgia.ru. 29 თებერვალი, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  2. Музей современного искусства Зураба Церетели. travelgeorgia.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2023.
  3. ყოფ. „კადეტთა კორპუსი”, ამჟამინდელი „თბილისი მომა” ზ.წერეთლის კერძო მუზეუმი - #4028. Memkvidreoba.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2023.
  4. „წარსული და აწმყო: კადეტთა კორპუსიდან თანამედროვე ხელოვნების მუზეუმამდე“. Sputnik.georgia.ge. 7 მარტი, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  5. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. Yell.ge. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2023.
  6. Музей современного искусства Зураба Церетели. Madloba.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მაისი, 2022. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2023.
  7. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. Georgia Travel. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2023.
  8. Галерея искусств Зураба Церетели. Mos-Holidays. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-27. ციტირების თარიღი: 2019-01-21.
  9. Moma Tbilisi — музей современного искусства Зураба Церетели. „Tbilisilife”. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2023.
  10. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. slideshare.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2023.
  11. 11.0 11.1 11.2 თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ისტორია. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2023.
  12. მუზეუმი, რომლის შესახებაც შესაძლოა არ გსმენიათ. Tourismcenter.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი, 2021. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2023.
  13. ჩარლი ჩაპლინი თბილისში” - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა. „OkMagazine”. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2023.
  14. Музей современного искусства Зураба Церетели, Тбилиси. Advatour.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2023.
  15. „თანამედროვე ხელოვნების, თუ ზურაბ წერეთლის მუზეუმი?“. „ნეტგაზეთი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  16. Тбилисский Музей современного искусства Зураба Церетели. V-Georgia.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2023.