შინაარსზე გადასვლა

ზურაბ ცაგარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცაგარელი.

ზურაბ ცაგარელი (დ. 5 ოქტომბერი, 1934, თბილისი — გ. 8 აგვისტო, 2023) — ქართველი პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1975), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1983). საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989). ღირსების ორდენის კავალერი (2001). სკკპ წევრი 1956 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1958–1961 წლებში იყო ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1962–1969 წლებში ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969 წლიდან ციტოლოგიის განყოფილების გამგე. 1962 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილების სტრუქტურის საკითხისათვის ჩვილ ბავშვთა ჰიპოტროფიის დროს“. 1970 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „გულის მორფოლოგია ზოგადი ჰიპოქსიის დროს.“

ცაგარელი შეისწავლის გულის და სისხლძაღვების ულტრამორფოლოგიას და რეაქციულობას ნორმის, პათოლოგიის და ექსპერიმენტის პირობებში. ავტორია 237 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს 10 მონოგრაფია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბილისი, 2000, გვ. 335.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]