ზურაბ ჩიხლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიხლაძე.
ზურაბ ჩიხლაძე
დაბადების თარიღი 15 მაისი, 1950
ტყვიავი, გორის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
საქმიანობა ინჟინერი
ორგანიზაცია „საქმთავარწყალმშენი“, „მტკვარწყალმშენი“, „ქართლწყალმშენი“

ზურაბ ჩიხლაძე (დ. 15 მაისი, 1950, სოფ. ტყვიავი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული წყალ-სამეურნეო ობიექტების სამშენებლო გაერთიანება „საქმთავარწყალმშენის“ სამშენებლო სამმართველოში, მთავარ ინჟინრად და №2 სამშენებლო სამმართველოს უფროსად — სამშენებლო ტრესტ „მტკვარწყალმშენში“; სამშენებლო სამმართველო „ქართლწყალმშენის“ უფროსია; მონაწილეობდა თეზი-ოკამისა და ხაშურის სარწყავი სისტემების, მადოხარის წვერის მექანიკური მორწყვის სისტემისა და სხვა ობიექტების მშენებლობებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, გვ. 643, თბ., 2017.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]