ზურაბ სეფერთელაძე
ზურაბ სეფერთელაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 თებერვალი, 1949 (75 წლის) |
დაბ. ადგილი | ქობულეთი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი და პედაგოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ზურაბ სეფერთელაძე (დ. 5 თებერვალი, 1949, ქობულეთი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1995).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.
1972-1976 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი.1974-1985 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი. 1985-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი. 1994-1996 წლებში პროფესორი. 1996-2006 წლებში ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე. 2000-2006 წლებში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების გამგე (შეთავსებით). 2003-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში. 2006-2012 წლებში პროფესორი, ფიზიკური გეოგრაფიის მიმართულება. 2012-2016 წლებში პროფესორი, ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი. 2017 წლიდან პროფესორი, ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრის გამგე. მის სადისერტაციო ნაშრომში გაანალიზებულია ბუნებრივ-ანთროპოგენური კომპლექსების ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი დიფერენციაციის კანონზომიერებანი. განხილულია მისი დიფერენციაციისა და ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების უახლესი პრინციპები და მეთოდები. ბუნებრივ ანთროპოგენური ლანდშაფტების კლასიფიკაციისას გათვალისწინებულია ადამიანის სამეურნეო ზემოქმედების გარკვეული მიმართულება სახალხო მეურნეობის დარგებში, ადამიანის სამეურნეო ზემოქმედების ხასიათი და ტერიტორიების სამეურნეო ათვისება-გამოყენების პოტენციური შესაძლებლობები. შეიმუშავა ბუნებრივი კომპლექსები რეგიონული და ტიპოლოგიურ ერთეულთა თვისობრივად ახალი სისტემა. შეადგინა ძირითადი ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების რუკა. მისი სამეცნიერო ინტერესებია: საქართველოს ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტები. რეგიონული ბუნებათსარგებლობის და გარემოს მდგრადი განვითარების პრობლემები. კომპლექსური ფიზიკურ გეოგრაფიული და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური პრობლემები. დასავლეთ საქართველოს ბუნებრივ-გეოგრაფიული ზონირება სუბტროპიკულ კულტურათა გავრცელების ოპტიმალური პირობების გამოვლენის მიზნით. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. 2000 წლიდან კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალი, რედკოლეგიის წევრი. 2000 წლიდან ჟურნალი „საქართველოს გეოგრაფია“, რედკოლეგიის წევრი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ამიერკავკასიის ნოტიო სუბტროპიკების გამოყენებითი ლანდშაფტური დახასიათება (შავი ზღვის აჭარა-გურიის ზღვისპირა მაგალითზე)“, დაიცვა 1984 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა — „ბუნებრივ-ანთროპოგენური კომპლექსების დიფერენციაციისა და ბუნებათსარგებლობის პრობლემები (ანალიზი და სინთეზი)“, დაიცვა 1993 წელს.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსოფლიოს ფიზიკური გეოგრაფია: კონტინენტები და ოკეანეები: სახელმძღვ. თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2013, გვ. 248 ISBN 9789941132810
- გეოგრაფია ეკოლოგებისათვის: სახელმძღვ. თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2013, გვ. 144 ISBN 9789941132698
- ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია : სახელმძღვ. თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2011, გვ. 232 ISBN 9789941131943
- ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური პრობლემები, თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2009, გვ. 228 ISBN 9789941130441
- ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1989, გვ. 123
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 231-232