ზურაბ ორაგველიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ ორაგველიძე
დაბადების თარიღი 1 ივლისი, 1949 (1949-07-01) (74 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ზურაბ ორაგველიძე (დ. 1 ივლისი, 1949, შუხუთი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, ხიდების და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით ხოლო 1981 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი მშენებლობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია.

1972 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო-კვლევით კანტორაში ინჟინრად; 1973-1979 წლებში მუშაობდა იმავე სამინისტროს გზების ინვენტარიზაციის სექტორის უფროს ინჟინრად; 1979 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს გზათა სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო-ტექნოლოგიურ კომპლექსურ უნივერსიტეტში, ხელოვნურ ნაგებობათა განყოფილების უფროს ინჟინრად; 1986 წლიდან არის გაერთიანება „საქგზამეცნიერების“ ხელოვნური ნაგებობების განყოფილების ხიდსაცდელი ლაბორატორიის უფროსი. 1978 იდებისა და გვირაბების კათედრის დოცენტი; 1999 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო სპეციალობებში სამეცნიერო საბჭოს სწავლულ მდივნად; იყო „თბილისი-სენაკი-ლესელიძის“ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 28-95 კმ-ის მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის საპროექტო სამუშაოების უფროსი ექსპერტი; გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; გამოცემული აქვს ორი სახელმძღვანელო ხიდების სპეციალობისათვის; მონაწილეობდა მრავალ კონკურსში. ამ მხრივ აღსანიშნავია 1990 წელს ჩატარებული კონკურსი, მდ. მტკვარზე ქ. თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სახიდე გადასასვლელის პროექტზე, რომელმაც დაიმსახურა პირველი პრემია; არის მრავალი გამოგონების და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; მის მიერ დამუშავებულია გასახსნელ-დასაკეცი, მოძრავშპრენგლიანი ხიდის ახალი სახეობა, რომელიც წარმატებითაა დანერგილი საავტომობილო გზების სისტემაში.

საკანდიდატო დისერტაციის თრმა — დაიცვა 1984 წელს „მეწყერების მექანიკური დამაგრება ნაბურღნატენი ხიმინჯების დახმარებით“.

სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 2005 წელს „საქართველოს რეგიონებისათვის საავტომობილო საგზაო ნაგებობათა კონსტრუქციების ოპტიმიზირება რთული გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით“.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ავტოგზის ხიდის წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის მალის ნაშენის გაანგარიშება : დამხმ. სახელმძღვ. (ავტორი), თბ., ტექნიკური უნ-ტის გამ-ბა, გვ. 112

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 470

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]