ზურაბ ნიჟარაძე
| ზურაბ ნიჟარაძე | |
|---|---|
| პირადი ინფორმაცია | |
| დაბ. თარიღი | 4 დეკემბერი, 1928[1] [2] [3] |
| დაბ. ადგილი | თბილისი[1] [2] [3] |
| გარდ. თარიღი | 25 ივნისი, 2021[1] [2] [3] (92 წლის) |
| გარდ. ადგილი | საქართველო |
| დასაფლავებულია | ვერის სასაფლაო[1] |
| ნამუშევრები და მიღწევები | |
| საქმიანობა | მხატვარი[1] [2] [3] |
| მოქალაქეობა |
საქართველოს სსრ[1] [2] [3] |
| ალმა-მატერი | თბილისის სამხატვრო აკადემია |
| ჯილდოები | Q29054796?, რუსთაველის პრემია და ღირსების ორდენი |
ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე (დ. 4 დეკემბერი, 1928, თბილისი, საქართველო — გ. 25 ივნისი, 2021) — ქართველი მხატვარი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1979). ღირსების ორდენის კავალერი (2005)
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზურაბ ნიჟარაძემ 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
1964-1971 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987 წლებში რექტორი. მუშაობდა მხატვრობის სხვადასხვა დარგში: ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური, კინო და კედლის მხატვრობა. 1955 წლიდან სისტემატურად იღებდა მონაწილეობას საქართველოს რესპუბლიკურ და საბჭოთა კავშირის საკავშირო გამოფენებში, იფინებოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქართველ მხატვრებთან ერთად. მისი ნამუშევრები დაცულია: ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში (თბილისი), მხატვართა კავშირში (თბილისი), ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალურ გალერეაში (ბრაზილია), ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (აახენი, გერმანია), აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.[4] ზურაბ ნიჟარაძე არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წლის 24 დეკემბერს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.[5]
2011 წელს რეჟისორმა ოლიკო ჟღენტმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, სადაც მოთხრობილია ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ.[6]
გარდაიცვალა 2021 წლის 25 ივნისს.[7]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 257.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- 1 2 3 4 5 6 https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/ნიჟარაძე_ზურაბ
- 1 2 3 4 5 6 https://geonecropol.ge/zurab-nijaradze/
- ↑ ზურაბ ნიჟარაძე 86 წლის გახდა. Artinfo.ge (4 დეკემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2018.
- ↑ ზურაბ ნიჟარაძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-01. ციტირების თარიღი: 2023-11-01.
- ↑ ზურაბ ნიჟარაძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- ↑ ვარადაშვილი, მარიამ (25 ივნისი, 2021). „მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება)
- დაბადებული 4 დეკემბერი
- დაბადებული 1928
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 25 ივნისი
- გარდაცვლილი 2021
- საქართველოში გარდაცვლილები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვრები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ქართველი მხატვრები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვრები
- მხატვრები ანბანის მიხედვით