ზურაბ კახაბრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზურაბ კახაბრიშვილი (დ. 15 მაისი, 1968, თბილისი) — ქართველი ექიმი, პედაგოგი და სპორტსმენი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურაბ კახაბრიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1993 წელს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდების ექიმი (ძიუდო, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, სამბო, კრივი, ძალოსნობა, ცურვა, ფეხბურთი); 1992-1993 წლებში იყო ბატალიონ „ავაზას“ ექიმი; 1993-1995 წლებში თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამმართველოს სამკურნალო განყოფილების უფროსის მოადგილე; 1995 წლიდან ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის ექიმი და მწვრთნელი; სპორტის ოსტატი ძიუდოში; სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ლექტორი. გამოქეყნებულია აქვს სამეცნიერო ნაშრომები.

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1998 წელს თემაზე: „სპორტული ტრავმების რეაბილიტაცია პლაზმური სკალპელითა და ელექტორმაგნიტური ველის გამოყენებით“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 173.