ზურაბ ბეგიაშვილი
ზურაბ ბეგიაშვილი (დ. 3 თებერვალი, 1980 — გ. აგვისტო, 2008) — ქართველი ექიმი, საქართველოს გმირი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზურაბ ბეგიაშვილი დაიბადა 1980 წლის 3 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ კუმისში. გარდაიცვალა 2008 წლის აგვისტოში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ექიმად მსახურობდა. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა. 2008 წლის 3 დეკემბერს, დნმ-ის ანალიზის დადებითი პასუხის საფუძველზე, მუხათგვერდის საძმო სასაფლაოდან მშობლიურ სოფელ კუმისში გადაასვენეს. 2013 წელს გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისის საჯარო სკოლას ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მიენიჭა, თბილისში და სოფელ კუმისში არის მისი სახელობის ქუჩა. სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი.