მაყვალა ზურაბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზურაბაშვილი, მაყვალა)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზურაბაშვილი.

მაყვალა ზურაბაშვილი (დ. 25 მაისი, 1925, სიღნაღის რაიონი, სოფელი ბოდბისხევი — გ. 2002) — ქართველი ექიმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი. 1957–1959 წლებში იყო კვების ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–მუშაკი; 1959–1975 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კვების ჰიგიენის კათედრის დოცენტი; 1975 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი; 1977 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე. ავტორია 85 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და წიგნი–სახელმძღვანელო „კვების ჰიგიენა“.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „C, B, B6 ვიტამინის ცვლის მაჩვენებელი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალთა ფუნქციის მოშლილობის დროს“ დაიცვა 1972 წელს.

1994 წლიდან იყო პროფილაქტიკური მედიცინის ადამიანის ეკოლოგიის აკადემიის წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]