ზურაბაშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზურაბაშვილები, ფეოდალური საგვარეულო ქართლში. XVII საუკუნის შუა წლებში საბარათიანოს სარდალი ზურაბ ბარათაშვილი გამოეყო სახლიკაცებს და ცალკე სათავადო-საზურაბიშვილო ჩამოაყალიბა. XVIII საუკუნის დასაწყისისათვის ზურაბაშვილები 100-მდე კომლს ფლობდნენ. მამულები უმთავრესად დმანისისა და ქციის ხეობაში ჰქონდათ, რეზიდენცია სასახლითა და ეკლესია-მონასტრით - კაზრეთის ხეობაში. ზურაბაშვილებს ქართლის სამეფო კარზე სუფრაჯის, მორდლის, ბოქაულთუხუცესის თანამდებობანი ეპყრათ. XVIII საუკუნის დასასრულს მათი მამული გააჩანაგა და ააოხრა ლეკთა გამუდმებულმა თარეშმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
  • ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955;
  • აკოფაშვილი გ., ქსე, ტ. 4, გვ. 544, თბ., 1979