ზუმბა (ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზუმბა, იგივე ზუმბალენდიქართული ჯგუფი. დაარსდა 1994 წელს. შემადგენლობა დრო და დრო იცვლებოდა, თუმცა უცვლელი რჩებოდა მისი მთავარი წევრი, ზაზა კორინთელი.

1994 წელს ჯგუფი აქტიურად მონაწილეობდა ქუჩის კონცერტებსა და ფესტივალებში. 1995 წელს გამოსცა სადებიუტო სტუდიური ალბომი მე ველოდები განთიადს და ჩაატარა კონცერები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

1997 წელს ჯგუფის შემადგენლობა შეიცვალა. მისი წევრები მოღვაწეობდნენ პოლონეთში. ჯგუფში შედიოდნენ სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებიც (უკრაინა, პოლონეთი, ამერიკა). 2000 წელს პოლონეთში გამოიცა ჯგუფის მეორე ალბომი Project Union. თბილისში დაბრუნებული კოლექტივი თანამშრომლობდა ჯგუფებთან 33ა, ინსაითი, მთვარის კლუბი, აუტსაიდერი, Soft Eject, მწვანე ოთახი და სხვებთან. იმავე წელს მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ფესტივალში „Мир на Кавказе“.

2001 წელს გამოიცა ჯგუფის მესამე ალბომი, ევრორემონტი, რომელიც შესამჩნევად სატირულ ხასიათს ატარებდა. იმ პერიოდში დიდი წარმატება მოიპოვეს ალბომის სიმღერებმა „ვაშლის გამყიდველო“ და „ფერხული“, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ - „ბაია“-მ (რომელიც მანამდე უკვე იყო შეტანილი ჯგუფის პირველ ალბომში). 2003 წელს გაიმართა კოლექტივის კონცერტები საქართველოს რეგიონებში.

ჟოლო, ზუმბას მეოთხე ალბომი, გამოვიდა 2004 წელს. ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო საზაფხულო ფესტივალში „არტ-გენი“ და ფესტივალ „ტრანსკავკასიაში“ (პოლონეთი).

2005 წელს კოლექტივი კვლავ გამოვიდა „არტ-გენზე“. აგრეთვე შედგა მისი გამოსვლა ფესტივალზე „Джаз в Старом Городе“ (მოსკოვი). 2006 წელს გამოიცა მეხუთე ალბომი ადილა, რასაც მოჰყვა გასტროლები კიევში, მოსკოვში და კვლავ საზაფხულო გამოსვლა ფესტივალ „არტ-გენზე“.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]