ზულეიხა სეიდმამედოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზულეიხა სეიდმამედოვა
Zuleikha Seyidmammadova.jpg
დაბ. თარიღი 22 მარტი, 1919
დაბ. ადგილი ბაქო აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
გარდ. თარიღი 1999 (79-80 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ეროვნება აზერბაიჯანელი
კუთვნილება საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის აკადემია
ბრძოლები/ომები მეორე მსოფლიო ომი
აღმოსავლეთის ფრონტი
სტალინგრადის ბრძოლა
კურსკის ბრძოლა
ჯილდოები
Order of Lenin ribbon bar.png Orderredbannerlabor rib.png Order redstar rib.png
Order gpw2 rib.png Order badge of honor rib.png

ზულეიხა მირჰაბიბ კზი სეიდმამედოვა (აზერ. Züleyxa Mirhəbib qızı Seyidməmmədova; დ. 22 მარტი 1919, ბაქო, აზერბაიჯანი - გ. 1999, ბაქო, აზერბაიჯანი) — საბჭოთა გამანადგურებელი-პილოტი, კაპიტანი, 586-ე საავიაციო პოლკის შტურმანი, რომელიც ჩამოაყალიბა მარინა რასკოვამ, საპარაშუტო სპორტის ინსტრუქტორი, აზერბაიჯანის სსრ-ის სოციალური დაცვის მინისტრი. ცნობილია, როგორც პირველი აზერბაიჯანელი სამხედრო პილოტი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზულეიხა სეიდმამედოვა დაიბადა 1919 წლის 22 მარტს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.[2] სკოლაში სწავლობდა დედასთან ერთად. სკოლაში სწავლისას, ზულეიხა გატაცებული იყო საავიაციო სპორტიდ.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა აზერბაიჯანის ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1934 წლის გაზაფხულს შევიდა ბაქოს აერო კლუბში, ხოლო ოქტომბრისთვის უკვე გახდა აერო კლუბის პილოტი. ასე ზულეიხა გახდა პირველი აზერბაიჯანელი პილოტი და საპარაშუტო სპორტის ინსტრუქტორი. 1935 წლის აგვისტოში, პირველი საკავშირო მედესანტეების შეკრების დროს, მოსკოვში, მას მიანიჭეს ინსტრუქტორ მედესანტეს კვალიფიკაცია. 1936 წლის 21 იანვარს, კრემლში, აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მეთხუთმეტე წლისთავთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, სადაც კომკავშირელ ზულეიხა სეიდმამედოვა საპატიო ნიშანის ორდენით დაჯილდოვდა. 1936 წლიდან, ხდება ბაქოს აერო კლუბის ინსტრუქტორი პილოტი. 1938 წელს ზულეიხა დაამთავრა აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტი, ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით. 1938 წლის აგვისტოში, ზულეიხამ წარადგინა თავისი დოკუმენტები ჟუკოვის სახელობის საჰაერო ძალების აკადემიაში ჩასარიცხად. გამონაკლისის სახით იგი დაუშვეს გამოცდებზე. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ჩაირიცხა შტურმანის ფაკულტეტზე. 1939 წლის დეკემბერში ხდება მოსკოვი საკრებულოს დეპუტატი. 1940 წლის 23 თებერვალს მას მიენიჭა უმცროსი ლეიტენანტის წოდება.

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მეორე მსოფლიო ომი.

1941 წლის მაისში დაამთავრა აკადემია და მიიღო დანიშვნა სასწავლო აკადემიის საავიაციო პოლკის შტურმანის ესკადრილიაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მისი ავიაპოლკი ჩამოყალიბდა, როგორც საბრძოლო პოლკი და შევიდა მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემის შემადგენლობაში. 1941 წლის ბოლოს, იგი დაინიშნა ახლადშექმნილი 586-ე ქალთა ავიაპოლკის შტურმანად. 586-ე ავიაპოლკის შემადგენლობაში, იგი მონაწილეობდა სტალინგრადის ბრძოლის, კურსკის ბრძოლის და კორსუნ-შევჩენკოვის ოპერაციის საჰაერო საბრძოლო მოქმედებებში. მას მიენიჭა დიდი სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი. მთელი ომის მანძილზე, ზულეიხა სეიდმამედოვა, თავისი მოიერიშე თვითმფრინავით Як-9, გაფრინდა 500-ზე მეტ დავალებაზე და განახორციელა 40-ზე მეტი საჰაერო საბრძოლო მოქმედება. ომის დასასრული, ზულეიხამ ბუქარესტში, 586-ე პოლკის სარდლის მოადგილეს რანგში შეხვდა.

ომის შემდგომი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის შემდეგ, ზულეიხა ჯარიდან დემობილიზდა და დაბრუნდა ბაქოში, სადაც მუშაობდა ბაქოს საქალაქო პარტიის კომიტეტის ინსტრუქტორად. 1946 წლის სექტემბერში, აირჩიეს აზერბაიჯანის ახალგაზრდული კომიტეტის ცენტრალურ მდივნად და ამ რანგში 1951 წლამდე მუშაობდა. 1947 წელს აირჩიეს აზერბაიჯანის სსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. 1951 წლიდან 1974 წლამდე იყო აზერბაიჯანის სსრ-ის სოციალური დაცვის მინისტრი. ასევე მუშაობდა უცხო ქვეყნებთან აზერბაიჯანის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების პრეზდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ.

მიღწევებისთვის და განსაკუთრებით ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, აზერბაიჯანის სსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ ზულეიხა მირჰაბიბ კზი სეიდმამედოვას მიენიჭა ლენინის ორდენი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზულეიხა სეიდმამედოვა დაჯილდოვებულია შვიდი ორდენით და რამდენიმე მედლით:

ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (Russian) The Proprietress of the Sky by I.Gadirova. Nash Vek. 7 May 2004. Retrieved 6 June 2007
  2. Züleyxa Seyidməmmədova. http://qadin.net/index.php?newsid=254