ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა — განათლებისა, კულტურისა და ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელოვანი ცენტრი ქალაქ ზუგდიდში. მოიცავს 17 სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალს. ესენია:

  • ახალაბასთუმანის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი
  • აბასთუმანის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი
  • დარჩელის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი
  • ზედა ეწერის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი
  • ინგირის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი
  • კოკის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი
  • კოკი-ხურჩის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი
  • ნარაზენის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი
  • ოდიშის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი
  • ორსანტიის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი
  • რუხის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი
  • ყულიშკარის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი
  • ჩხორიის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი
  • ცაიშის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი
  • ჭაქვინჯის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი
  • ჭკადუაშის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ბიბლიოთეკა ზუგდიდში შეიქმნა 1887 წელს, რომლის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 1888 წელს გაზეთებში „ივერია“ და „დროება“. ბიბლიოთეკა ოფიციალურად 1912 წლის 19 მაისს დაარსდა.

საბჭოთა პერიოდში მასობრივად დაიწყო კულტურული დაწესებულებების მშენებლობა, ბიბლიოთეკები მასობრივად გავრცელდა სოფლებშიც. შემდგომში საქალაქო ბიბლიოთეკა სარაიონო ბიბლიოთეკად გადაკეთდა, გაიზარდა წიგნადი ფონდი.

ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონში 1990 წლისათვის ქალაქის ტერიტორიაზე 18, ხოლო რაიონში 80–მდე ბიბლიოთეკა იყო.

ბიბლიოთეკა დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზუგდიდის ბიბლიოთეკა დღეისათვის მოიცავს რამდენიმე განყოფილებას, მათ შორისაა:

  • აბონემენტი
  • დარბაზი
  • ამერიკული კუთხე
  • საბავშვო განყოფილება
  • ბავშვთა ოთახი
  • ავტომატიზაციის განყოფილება
  • ტექნიკური სერვისის განყოფილება
  • საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება
  • ერთიანი ფონდების სექტორი

ცენტრალურ ბიბლიოთეკას აქვს მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ტრადიცია. ბიბლიოთეკა აწყობს ბიბლიოთეკის დღეებს, ტრენინგებს, პრეზენტაციებს, შეხვედრებს, ინიციატორი და შემსრულებელია არაერთი მასობრივი ღონისძიებისა, რომელთა შორის ზოგიერთი უკვე ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად ტარდება.

ამერიკული კუთხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით, 2007 წელს დაარსდა ამერიკული კუთხე, რომელიც 2009 წელს გაფართოვდა და გახდა თანამედროვე ტიპის უახლესი ტექნიკითა და მაღალი პოლიგრაფიული გამოცემის ლიტერატურით აღჭურვილი კუთხე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამერიკული კუთხე აქვს 8 ბიბლიოთეკას და მათ შორისაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]