ზუბატოველობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზუბატოველობა ზუბატოვშჩინარუსეთის იმპერიაში მეფის მთავრობის პოლიტიკა მუშათა საკითხში XX სუაკუნის დამდეგს. მუშათა მასების პოლიტიკისგან ჩამოცილების მიზნით იქმნებოდა მუშათა ოფიციალური ორგანიზაციები, რომლებიც საქმიანობდნე პოლიციის ფარული მეთვალყურეობით. ზუბატოველობა გაჩნდა მუშათა ეკონომიკურიდან პოლიტიკურ ბრძოლაზე გადასვლის პერიოდში. პოლიტიკის ინიციატორი იყო მოსკოვის პოლიციის უფროსი ს. ზუბატოვი. ზუბატოველების პირველი ორგანიზაცია შეიქმნა 1901 წელს მოსკოვში, მინსკსა და ვილნიუსში 1901-1903 წლებში ასეთი ორგანიზაციები შეიქმნა პეტერბურგში, კიევში, ხარკოვში, ეკატერინოსლავში და სხვა. ზუბატოვური ორგანიზაციები ითხოვნდნენ ხელფასის მომატებას, სამუშაო დღის შემცირებას. 1903 წელს ზუბატოვური ორგანიზაციები გაუქმდა, მთავრობამ უარყო ზუბატოვშჩინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]