შინაარსზე გადასვლა

ზროხაკუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზროხაკუდი — ძველად საქართველოში გავრცელებული ლითონის ჩასაბერი მუსიკალური საკრავი.

მოიხსენიება ირანული ეპოსის „შაჰნამეს“ ქართულ ვერსიებში. სულხან-საბა ორბელიანის (XVIII ს.) მიხედვით „ზროხაკუდი საყვირია“ მომცრო, ხოლო დიდი საყვირი ბუკად იწოდებოდა. ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევით „ზროხაკუდი სამხედრო, სახელდობრ, საომარი საკრავი ყოფილა“. ჰქონდა ძლიერი ხმა და ხშირად იხმარებოდა სპილენძჭურთან ერთად. დღეისათვის საკრავი მივიწყებულია და მისი გარეგნული სახის აღდგენა გაძნელებულია.

  • ჟორდანია ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 389.
  • ჩიჯავაძე ო., საკრავები ძველ საქართველოში, თბ., 2009.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938.