ზონოტრიქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ზონოტრიქია
White-throated Sparrow (Zonotrichia albicollis) (22492621110).jpg
თეთრყელა ზონოტრიქია (Zonotrichia albicollis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Zonotrichia (Swainson, 1832)

ზონოტრიქია,[1] რუხლოყება გრატა[1] (ლათ. Zonotrichia) — მგალობელ ფრინველთა გვარი გრატასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 15–19 სმ. ნისკარტი კონუსისებრი ფორმისაა. სხეულის ზედა ნაწილი შეფერილია მორუხო-მურად, აყრია მუქი ჭრელი ლაქები; ქვედა ნაწილი ღია ფერისაა. რამდენიმე სახეობას გამრავლების პერიოდში თავზე გასდევს გრძივი შავ-თეთრი ან შავ-ყვითელი ზოლები. ცნობილია 5 თანამედროვე სახეობა. ფართოდ გავრცელებული და მრავალრიცხოვანნი არიან ახალ სამყაროში (ალასკიდან ცეცხლოვან მიწამდე). ბინადრობენ ბუჩქნარში, ტყის პირებში, მცირე ზომის კორომებში, ბაღებსა და პარკებში. დამახასიათებელნი არიან სხვადასხვანაირი კულტურული ლანდშაფტებისათვის. სამხრეთამერიკული სახეობა დასახლებულ პუნქტებში ბეღურების ეკოლოგიურ ნიშს იკავებს. ჩრდილოამერიკული სახეობები ზამთარს კონტინენტის სამხრეთ ნაწილში ატარებენ. რამდენიმე პოპულაცია მკვიდრია. ზაფხულში ზონოტრიქიები უმთავრესად მწერებით იკვებებიან, ზამთარში რაციონში მცენარეული საკვები ჭარბობს. გალობა — ხმამაღალი, სუფთა სტვენების ნაკრები. მონოგამური ფრინველებია. დედალი დებს 4–6 კვერცხს. ჯამისებური ბუდე აგებულია მცენარეული მასალისაგან ბუჩქების ტოტებზე ან მიწაზე. ბუდის აშენებასა და კრუხობაში მხოლოდ დედალი მონაწილეობს, ბარტყების გამოკვებას ორივე პარტნიორი ახორციელებს. ზონოტრიქიებს ხშირად იყენებენ, როგორც ლაბორატორიის ფრინველებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 33, 115, 235, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.