ზონკარის კოშკიანი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზონკარის კოშკიანი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი,საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ზონკარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი ნაგებია ყორექვით კირის ხსნარზე. კონსტრუქციული ნაწილები-სათვის გამოყენებულია შირიმის ქვა. დარბაზული ეკლესია სწორკუთხა საკურთხევლით სრულდება, რომელიც დარ-ბაზისაგან მხრებითაა გამოყოფილი. კონქი გადადიოდა აღმოსავლეთის კუთხეებში შემორჩენილ ტრომპებზე. ჩრდილოეთით, ქვედა დიდი ტრომპის ზემოთ შემორჩენი-ლია ასევე ორი მცირე ტრომპი ერთ ჰორიზონტზე. სარკმელი მორთულია შირიმის ქვით შიგნიდან. კამარა შემაგრებული იყო ერთი თაღით, იგი ერთსაფეხურიან პილასტრებს ეყრ-დნობოდა, რომელიც პროფილირებული იმპოსტით არის დაგვირგვინებული. დასა-ვლეთ კედელზე მიდგმულ ნახევარპილასტრებს, ასევე ნახევარი თაღი ეყრდნობა. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია კედლის თაღები, რომელიც კრონშტეინებს ეყრდნობოდა; დღეისათვის კრონშტეინები ჩამოვარდნილია. აბსიდის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო ოთხკუთხა ნიშაა. ჩრდილოეთით შემორჩენილია სატრიუმფო თაღისა და საბრჯენი თაღის ქვები, სამხრეთ-დასავლ-ეთ ნაწილში კი კედლის თაღის ფრაგმენტი. დასავლეთი სარკმლის ოდნავ შეისრული თაღი შიგნიდან გამოყვანილია შირიმ-ის ქვით. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია; მის თავზე ლუნეტია. დასავლეთ კედელზე სარკმლის ქვეშ არის მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშა. კოშკის მხოლოდ სამი სართულია შემორჩენილი, მეოთხესი კი მცირე ფრაგმენ-ტი. სართულებს შორის გადახურვა კოჭებზე ყოფილა, რომელიც დღეს აღარ არ-სებობს. ამაზე მხოლოდ ბუდეები მიგვანიშნებს. შესასვლელი დასავლეთიდანაა მე-სამე სართულის დონეზე. მეორე სართულზე ერთი სარკმელია, სამხრეთით. ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია; კონსტრუქციული ნაწილები დაზია-ნებულია; კოშკი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 115-117