ზონდის სრუტის ცუნამი (2018)
იერსახე
ცუნამის ტალღის დარტყმის ადგილები | |
თარიღი | 22 დეკემბერი, 2018 |
---|---|
დრო | ადგილობრივი დროით 21:27 (14:27 UTC) |
ადგილი | ზონდის სრუტე, ინდონეზია |
კოორდინატები | 6°06′11″S 105°25′23″E / 6.103° ს. გ. 105.423° ა. გ. |
მიზეზი | კრაკატაუს ამოფრქვევა |
გარდაცვალებები | 429 |
ტრავმები | 1 459[1] |
დაკარგულები | 150[1] |
ზონდის სრუტის ცუნამი — სტიქიური უბედურება, ცუნამი, რომელიც თავს დაატყდა ზონდის სრუტის სანაპიროზე მდებარე ბანტენისა და ლიმპუნგის პროვინციებს (ინდონეზია) 2018 წლის 22 დეკემბერს. გამომწვევი მიზეზი გახდა ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევა, რამაც გამოიწვია მიწისქვეშა მეწყერი და საბოლოოდ მასიური ტალღის წარმოქმნა.[2] სულ მცირე 429 ადამიანი დაიღუპა, 1459 დაშავდა, ხოლო 150 დაკარგულად ითვლება.[1][3] 23 დეკემბერს აღმოჩნდა, რომ იმ კუნძულის დიდი ნაწილი, სადაც ვულკანი მდებარეობს, ზღვაში ჩაიშალა.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ზონდის სრუტის ცუნამი (2018)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Amos, Jonathan. Indonesia tsunami: Death toll from Anak Krakatau volcano rises (24 December 2018).
- ↑ Frances Perraudin; agencies. Sunda Strait tsunami death toll likely to rise, say Indonesian officials. The Guardian (23 December 2018). ციტატა: „The tsunami is believed to have been caused by the collapse of Anak Krakatau that followed an eruption of the Anak Krakatau volcano. There were no significant seismic tremors to indicate a tsunami was coming.“ ციტირების თარიღი: 23 December 2018.
- ↑ Death toll from earthquake that hit Indonesian island passes 430. ციტირების თარიღი: 25 December 2018.
- ↑ 22-23 Dec 2018 eruption & tsunami of Krakatoa - updates. Volcano Discovery (25 December 2018). ციტირების თარიღი: 26 December 2018.