ზოლტან ლაიოშ ბეი
| ზოლტან ლაიოშ ბეი | |
|---|---|
| უნგრ. Bay Zoltán Lajos | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 24 ივლისი, 1900[1] |
| დაბ. ადგილი | Gyula |
| გარდ. თარიღი | 4 ოქტომბერი, 1992[1] [2] (92 წლის) |
| გარდ. ადგილი | ვაშინგტონი |
| დასაფლავებულია | Gyula |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ფიზიკოსი[2] , უნივერსიტეტის პროფესორი, ბირთვული ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი და პროფესორი[2] |
| მუშაობის ადგილი | ბუდაპეშტის ტენლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, University of Szeged და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი |
| ჯილდოები | Righteous Among the Nations[2] |
ზოლტან ლაიოშ ბეი (უნგრ. Bay Zoltán Lajos; დ. 24 ივლისი, 1900, გიულა — გ. 4 ოქტომბერი, 1992, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) — უნგრელი ფიზიკოსი, პროფესორი და ინჟინერი, რომელმაც შეიმუშავა მიკროტალღური ტექნოლოგია, ვოლფრამის ნათურები და რადარის ტექნოლოგია და მონაწილეობდა მთვარის რადარში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოლტან ლაიოშ ბეი დაიბადა 1900 წლის 24 ივლისს, გიულაში. მან დებრეცენის საშუალო სკოლა დაამთავრა. 1918 წლიდან ზოლტან ბეი სწავლობდა ეოტვოშ იოჟეფის კოლეჯში, შემდეგ პაზმანი პეტერის სახელობის სამეფო უნივერსიტეტში (ბუდაპეშტის უნივერსიტეტის ყოფილი სახელი). 1923 წელს მან მიიღო სკოლის მასწავლებლის დიპლომი, ხოლო 1926 წელს — ფიზიკის დოქტორის ხარისხი.
1930 წლიდან ბეი მუშაობდა ფიზიკის პროფესორად სეგედის უნივერსიტეტში.
1923 წელს შპს „ტუნგსრამში“ დაარსდა სინათლის წყაროების ლაბორატორია, სადაც ძირითადად ელექტრული სინათლის წყაროებს სწავლობდნენ. ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა იგნაც პფაიფერი, ხოლო ზოლტან ბეი, ტივადარ მილნერთან, იმრე ბროდისთან, დიორგი სიგეტისთან, ერნო ვინტერთან და მრავალ სხვასთან ერთად, ასევე აწარმოებდა კვლევებს. 1926-1930 წლებში ზოლტან ბეი გერმანიაში მუშაობდა, სადაც აზოტში ელექტრულ განმუხტვებს სწავლობდა. უნგრეთში დაბრუნების შემდეგ, ზოლტან ბეი ადგილობრივი უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.
1937 წელს იგი უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა, ხოლო 1945 წელს სრულუფლებიან წევრად აირჩიეს. მეორე მსოფლიო ომის დროს ზოლტან ბეი ებრაელ კოლეგებს ნაცისტური დევნისგან იცავდა.
ზოლტან ბეი 72 წლის ასაკში პენსიაზე გავიდა. 1981 წელს იგი უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს. ზოლტან ბეი 1992 წლის 4 ოქტომბერს, ვაშინგტონში, აშშ-ში გარდაიცვალა.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს ბეი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- KFKI notes on Zoltan Bay
- HPO-Hungary on Zoltan Bay დაარქივებული 2010-12-02 საიტზე Wayback Machine.
- BzLogi-Hungary-Bzaka on Zoltan Bay
- Zoltan Bay Foundation for Applied Research
- Retrotechtacular: [Zoltán Bay’s] Moon Bounce Coulometer Signal Amplifier
- Reflection of microwaves from the Moon
- Zoltan Bay and his Chemical Moonbounce Detector
- TO SEE THE UNSEEN. A History of Planetary Radar Astronomy