ზოლებიანი გნუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზოლებიანი გნუ
Wildebeest - Mikumi National Park - Tanzania - 02 (8892350318).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Connochaetes taurinus (Burchell, 1823)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 5229
გავრცელება
Connochaetes taurinus map.svg

ზოლებიანი გნუ[1] ან ცისფერი გნუ (ლათ. Connochaetes taurinus) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. ერთ-ერთი იმ რამდენიმე აფრიკული ანტოლოპათაგანია, რომლებიც გადარჩნენ დაცული ტერიტორიების გარეთ. საკმაოდ მსხვილი ცხოველია ძლიერი მუსკულატურით, წერწეტა ფეხებით, დიდი ძროხის მსგავსი რქებითა და მაგარი დრუნჩით. მამლებს უფრო სქელი რქები აქვთ, ვიდრე — დედლებს. სხეულის სიგრძეა 2 , სიმაღლე 115–145 სმ, მასა 168–274 კგ. შეფერილია მოცისფრო-ნაცრისფერ ფერში, გვერდებზე გასდევს ვერტიკალური მუქი ზოლები. დრუნჩი, ფაფარი და კუდი შავი აქვს. რქები რუხი-შავი ან მთლად შავია. დედალს ერთი წყვილი ძუძუ აქვს. ფართოდაა გავრცელებული ტანზანიაში, კენიაში, ზამბიაში, ნამიბიაში, ბოტსვანაში, მოზამბიკში. ზოლებიანი გნუები ცხოვრობენ ნაკლებად ნესტიან და ნაკლებად მშრალ ადგილებში. ტიპიურ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დაბალბალახიანი ველები და სავანები. ბინადრობენ როგორც დაბალ, ისე მაღალ სიმაღლეზე. ცხოვრობენ ჯოგებად. ხშირად იზიარებენ ტერიტორიას სხვა ცხოველებთან. მიგრაციის დროს ქმნიან მასიურ ჯოგებს. ზოლებიანი გნუ იკვებება მხოლოდ განსაზღვრული სახეობის ბალახებით და ამიტომ უწევს მიგრირება სხვადასხვა ადგილზე, სადაც წვიმის შემდეგ ბალახეულობა გაიზარდა. ზოგიერთი ადგილიდან, როგორიცაა მაგალითად ნგორონგორო, ზოლებიანი გნუ არ მიგრირებს, რადგან აქ საკმარისი რაოდენობის წყალია. მაკეობა 8–9 თვე გრძელდება. მასიური შობადობა თებერვალ-მარტში მიმდინარეობს, ზოგ რაიონში უფრო გვიანაც, და ემთხვევა წვიმების სეზონს. დედალი ბადებს 1–2 ხბოს.[2] 7–8 თვემდე დედა მას რძით კვებავს.[3] მამლები სქესობრიც სიმწიფეს 2,5 წლის ასაკში აღწევენ, დედლები — უფრო ადრე. მაქსიმალური ასაკი, რაც კი დაფიქსირებულა არის 24,3 წელი. სპეციალისტთა მოსაზრებით, 1990-იანი წლების ბოლოს, ზოლებიანი გნუს რაოდენობა შეადგენდა 1,2 მლნ ინდივიდს, რომელთაგან უდიდესი ნაწილი (70%) სერენგეტში ცხოვრობდა (დაახლ. 942 ათ.). 1993 წლის გვალვამ მნიშვნელოვნად შეამცირა მათი რაოდენობა. უკანასკნელი შეფასებებით, მათი რაოდენობა შეადგენს 1,55 მლნ ეგზემპლარს, რომელთაგან უმრავლესობა ისევ სერენგეტში გვხვდება (1,3 მლნ). IUCN-ის შეფასებით ზოლებიან გნუს გადაშენების ყველაზე ნაკლები საფრთხე ემუქრება (ინგლ. LC, Least Concern).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Жизнь животных. Том 7. Млекопитающие / под ред. В. Е. Соколова. — 2-е изд. — М.: Просвещение, 1989. — С. 477—478. — 558 с. — ISBN 5-09-001434-5

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 194, თბ., 1978 წელი.
  2. http://www.anulare.org/10.html
  3. http://www.anulare.org/10.html