ზოი პერი
| ზოი პერი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
26 სექტემბერი, 1983 (42 წლის) ჩიკაგო |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი და ბოსტონის უნივერსიტეტი |
| საქმიანობა | კინომსახიობი, ტელემსახიობი და თეატრის მსახიობი |
ზოი პერი (დ. 26 სექტემბერი, 1983) — ამერიკელი მსახიობი. ლორი მეტკალფისა და ჯეფ პერის ქალიშვილმა კინოდებიუტი შეასრულა ფილმში „მოტყუება" (2008) და მეორეხარისხოვანი როლი მიიღო დამოუკიდებელ დრამატულ ფილმში „The Loss of a Teardrop Diamond" (2008).
ჯეინის განმეორებადი როლის შემდეგ სერიალში „The Family" (2016) და სამანთა რულანდის როლის შემდეგ სერიალში „სკანდალი" (2017), პერიმ მიაღწია გარღვევას მერი კუპერის როლით CBS-ის სიტკომში „ახალგაზრდა შელდონი" (2017–2024). ეს როლი, რომელიც მისმა დედამ, ლორი მეტკალფმა, შეასრულა სერიალში „დიდი აფეთქების თეორია", პერის მოუტანა ნომინაცია „კრიტიკოსთა არჩევანის" ტელევიზიის ჯილდოზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისთვის კომედიურ სერიალში 2019 წელს.განაახლა ეს როლი სპინოფ სერიალში „ჯორჯისა და მენდის პირველი ქორწინება" (2024–დღემდე).
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერი დაიბადა ჩიკაგოში, მსახიობების ლორი მეტკალფისა და ჯეფ პერის ოჯახში. განქორწინდნენ, როცა ზოი სამი წლის იყო.[1][2] პერის პირველი სატელევიზიო როლები იყო ორი გამოჩენა ჯეკი ჰარისის სახით (ნაჩვენები ფლეშბექში) ABC-ის სიტკომში „როუზენი" —პერსონაჟი, რომელიც ზოის დედამ განასახიერა.[3] მის მშობლებს, თუმცა, არ სურდათ, რომ სამსახიობო საქმიანობით დაკავებულიყო სრულწლოვანების მიღწევამდე, სტრესის ზეგავლენის შიშით.[4] პერიმ თქვა, რომ ძალიან მორცხვი იყო საშუალო სკოლაში სამსახიობო საქმიანობისთვის, მაგრამ დაიწყო შესრულებები ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში მეგობრების შეძენის მიზნით, მას შემდეგ რაც გადავიდა ბოსტონის უნივერსიტეტიდან.[4][5]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამთავრების შემდეგ პერი გადავიდა ნიუ-იორკში სატელევიზიო სამუშაოს საძებნელად, სადაც მიიღო მცირე როლები ისეთ სერიალებში, როგორიცაა „კანონი და წესრიგი: დანაშაულებრივი განზრახვა", მაგრამ სამშობლოს მონატრებამ კალიფორნიაში დააბრუნა, სადაც თეატრალური სამუშაო იპოვა.[5] 2013 წელს მონაწილეობდა სპექტაკლში „The Other Place" ბროდვეიზე, დედასთან ერთად.[5] 2015 წელს მამასთან და კევინ მაკკიდთან ერთად მონაწილეობდა ევგენი ო'ნილის პულიცერის პრემიის მფლობელ დრამაში „ანა ქრისტი" Odyssey Theatre Ensemble-ში, დასავლეთ ლოს-ანჯელესში.[6]
პერი გამოჩნდა ცხრა ეპიზოდში ABC-ის თრილერში „The Family" 2016 წელს.[7] 2017 წელს ჰქონდა განმეორებადი როლი ABC-ის პოლიტიკურ თრილერში „სკანდალი", სადაც მამამისი მთავარ როლს ასრულებდა.[3][8] იმავე წელს შეარჩიეს სერიალში „ახალგაზრდა შელდონი", CBS-ის სიტკომის „დიდი აფეთქების თეორია" სპინოფში, მერი კუპერის (შელდონ კუპერის დედის) ახალგაზრდა ვერსიის როლისთვის,[9] —პერსონაჟის, რომელიც მისმა დედამ 14 ეპიზოდში შეასრულა სერიალში „დიდი აფეთქების თეორია".[3] მიუხედავად პერსონაჟთან ოჯახური კავშირისა, ეს როლი კასტინგის გავლით მოიპოვა.[3][8] განაახლა მერი კუპერის როლი სერიალში „ჯორჯისა და მენდის პირველი ქორწინება", რომელიც CBS-ზე 2024 წლის 17 ოქტომბერს გავიდა ეთერში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „"Today's Briefings"“. Chicago Tribune. September 27, 1983. p. 16. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 11, 2018. ციტირების თარიღი: September 11, 2018.
- ↑ Metz, Nina. (December 26, 2017) "Zoe Perry plays her mother Laurie Metcalf on 'Young Sheldon'...sort of". დაარქივებულია ორიგინალიდან — October 13, 2018. ციტირების თარიღი: September 11, 2018
- 1 2 3 4 Dowling, Amber (June 22, 2017). „'Young Sheldon': How Zoe Perry Plans to Walk in Her Mother's Emmy-Nominated Shoes“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 23, 2019. ციტირების თარიღი: September 29, 2017.
- 1 2 Gomez, Patrick (September 15, 2017). „Inside the Crazy Family Connection Between the Stars Playing Sheldon's Mom on Big Bang Theory & Young Sheldon“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 13, 2019. ციტირების თარიღი: September 27, 2017.
- 1 2 3 Gilbert, Ryan (January 17, 2013). „The Other Place's Zoe Perry on the 'Surreal' Joy of Co-Starring on Broadway With Her Mom, Laurie Metcalf“. Broadway. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 29, 2017. ციტირების თარიღი: September 29, 2017.
- ↑ King, Susan (January 21, 2015). „'Anna Christie' a new stage in Jeff Perry, daughter Zoe's relationship“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 12, 2019. ციტირების თარიღი: September 23, 2019.
- ↑ Zoe Perry. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 6, 2017. ციტირების თარიღი: October 6, 2017
- 1 2 Abrams, Natalie (April 29, 2017). „The Big Bang Theory spinoff star Zoe Perry on emulating her mom, Laurie Metcalf“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 19, 2020. ციტირების თარიღი: September 29, 2017.
- ↑ Papraniku, Genci. (2025-05-17) Zoe Perry's Least Favorite Thing About Playing Mary On Young Sheldon Makes So Much Sense en-US. ციტირების თარიღი: 2026-03-12