ზოია რუხაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ზოია რუხაძე
ზოია რუხაძე.jpg
ზოია რუხაძე
დაბადების სახელი ზოია რუხაძე
დაბადების თარიღი 10 მარტი 1923
გარდაცვალების თარიღი 10 აპრილი 1944
სიმფეროპოლი
ეროვნება ქართველი

ზოია მათეს ასული რუხაძე (დ. 10 მარტი, 1923 — გ. 10 აპრილი 1944, სიმფეროპოლი) — ქართველი პარტიზანი ქალი. მოსწავლე-იატაკქვეშელი, დიდი სამამულო ომის მონაწილე. გერმანელ ოკუპანტების წინააღმდეგ სიმფეროპოლში მოქმედი კომკავშირული ორგანიზაციის აქტიური წევრი. გერმანელთა ყაზარმებზე აკრავდა სსრკ საინფორმაციო ბიუროს ცნობებს და ანტიფაშისტურ ფურცლებს, აგროვებდა სადაზვერვო ხასიათის ცნობებს მტრის დისლოკაციასა და მოძრაობებზე, მონაწილეობდა მნიშვნელოვანი იარაღ-საწყობების აფეთქებაში და სხვა.

1944 წლის 10 მარტს დააპატიმრეს გესტაპოს აგენტებმა. 21 წლის ახალგაზრდა ქალს საშინლად აწამებდნენ, მოითხოვდნენ მოკავშირე პარტიზანების გვარების გაცემას, მათი გეგმების გამხელას. თუმცა ზოია რუხაძე დუმდა. მოტეხეს ორივე ხელი, ამოთხარეს თვალები. ფაშისტებმა დასმულ შეკითხვებზე ვერცერთი პასუხი ვერ მიიღეს. ერთი თვის საშინელი წამების შემდეგ ზოია რუხაძე ჭაში ჩაახრჩვეს. რუხაძის გმირობაზე შეიქმნა კინოფილმი — ზოია რუხაძე (რეჟისორი დავით რონდელი). დაიწერა პოემა (იოსებ ნონეშვილი). რუხაძის ძეგლი დგას სიმფეროპოლსა და თბილისში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]