ზოია კოსმოდემიანსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზოია კოსმოდემიანსკაია
Космодемьянская Зоя Анатольевна.jpg
ზოია კოსმოდემიანსკაია
დაბ. თარიღი 13 სექტემბერი, 1923
ოსინოვიე-გაი, რსფსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 29 ნოემბერი, 1941
პეტრიშჩევო, რსფსრ, სსრკ

ზოია კოსმოდემიანსკაია (რუს. Зо́я Анато́льевна Космодемья́нская; დ. 13 სექტემბერი, 1923, ოსინოვიე-გაი, რსფსრ — გ. 29 ნოემბერი, 1941, პეტრიშჩევო, რსფსრ) — საბჭოთა პარტიზანი ქალიშვილი. დაიბადა მოსამსახურის ოჯახში. სწავლობდა მოსკოვის 201-ე საშუალო სკოლაში. 1941 წლის ოქტომბერში X კლასის მოსწავლე მოხალისედ შევიდა პარტიზანულ რაზმში. 1941 წლის ნოემბრის ბოლოს გერმანელების მიერ ოკუპირებულ სოფელ პეტრიშჩევოში საბრძოლო დავალების შესრულების დროს შეიპყრეს ფაშისტებმა. მიუხედავად არაადამიანური, მხეცური წამებისა, კოსმოდემიანსკაიამ არ გასცა თანამებრძოლები და არ გაამჟღავნა თავისი ვინაობა. 1941 წლის 29 ნოემბერს გერმანელმა ფაშისტებმა იგი ჩამოახრჩვეს. 1942 წლის 16 თებერვალს კოსმოდემიანსკაიას მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ. მინსკის გზატკეცილზე, სოფელ პეტრიშჩევოსთან ახლოს, დადგმულია კოსმოდემიანსკაიას ძეგლი და აღმართულია მემორიალური დაფა. 1942 წელს კოსმოდემიანსკაიას ნეშტი გადაასვენეს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მოსკოვში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]