ზოზიბინი ტუნზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზოზიბინი ტუნზი

ტუნზი 2019 წელს
მშობლიური სახელი ინგლ. Zozibini Tunzi
დაბადების თარიღი 18 სექტემბერი, 1993 (1993-09-18) (30 წლის)
ტსოლო, აღმოსავლეთი კაპლანდი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
მოქალაქეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
განათლება კეიპის ნახევარკუნძულის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
საქმიანობა მოდელი
სიმაღლე 173 სანტიმეტრი[1]
ჯილდოები მის სამხრეთ აფრიკა 2019
მის სამყარო 2019

ზოზიბინი ტუნზი (დ. 18 სექტემბერი, 1993) — სამხრეთ აფრიკელი მოდელი და მის სამყარო 2019. 2019 წელს მან მოიპოვა მის სამხრეთ აფრიკის ტიტული. ტუნზი მესამე სამხრეთ აფრიკელია, რომელმაც მის სამყაროს ტიტული მოიგო და მეორე შავკანიანი მოდელი ანგოლის წარმომადგენელ ლეილა ლოპესის შემდეგ (მის სამყარო 2011).[2] ტუნზმა დაამთავრა კეიპის ნახევარკუნძულის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და მას აქვს ბაკალავრის ხარისხი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუნზი დაიბადა ტსოლოში, აღმოსავლეთ კაპლანდში ფჰილისუა ნოდაპუსა და ლუნგისა ტუნზის ოჯახში. ის ქალაქის მახლობლად, სოფელ სიდუადუენში გაიზარდა.[3][4]მას სამი და ჰყავს.[5] მოგივანებით ტუნზი კეიპტაუნში გადავიდა საცხოვრებლად. ის ქალაქის გარეუბანში, გარდენსში დასახლდა და კეიპის ნახევარკუნძულის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩააბარა. მან უნივერსიტეტი 2018 წელს დაასრულა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გახდა.[6][7] 2017 წელს ზოზიბინი ტუნზი ისტ-ლონდონში დასახლდა, სადაც მოდელად მუშაობდა.[8]

მის სამხრეთ აფრიკის ტიტულის მოპოვებასთან ერთად ტუნზიმ ტექნოლოგიების ბაკალავრის ხარისხი მიიღო საზოგადოებასთან ურთიერთობების განხრით. სწავლის დასრულების შემდეგ ის Ogilvy-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობდა.

სილამაზის კონკურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მის სამხრეთ აფრიკა 2019[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუნზის თავისი სამოდელო კარიერა 2017 წელს დაიწყო, როდესაც 2017 წლის მის სამხრეთ აფრიკის კონკურსში 26 ნახევარფინალისტს შორის მოხვდა.[9] ტუნზი საბოლოო ჯამში, 12 ფინალისტ შორის ვერ მოხვდა და კონკურსს გამოეთიშა. ამ წელს მის სამხრეთ აფრიკის ტიტული დემი-ლი ნელ-პიტერსმა დაიკავა, რომელიც მოგვიანებით მის სამყარო 2017 გახდა. 2019 წელს მან კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა მის სამხრეთ აფრიკის შესარჩევ კონკურსში. 2019 წლის 26 ივნისს ტუნზი 35 ნახევარფინალისტს შორის მოხვდა.[10] შემდეგი ეტაპების გავლის შემდეგ 11 ივლისს ტუნზი 16 ფინალისტს შორის მოხვდა.[7][11]

კონკურსის ფინალისტებს შორის მოხვედრის შემდეგ, ტუნზი კონკურსის გასაგრძელებლად 9 აგვისტოს პრეტორიაში გაემგზავრა.[12] ფინალი ეტაპობრივად გაიმართა. მოდელი ჯერ საუკეთესო ათეულში, საუკეთესო ხუთეულში და საუკეთესო ორეულში მოხვდა, საბოლოოდ კი მის სამხრეთ აფრიკა 2019-ის ტიტული მოიპოვა. მას გვირგვინი წინა წლის გამარჯვებულმა, თამარინ გრინმა დაადგა. ფინალში ტუნზიმ მოდელ საშა-ლი ოლივერს აჯობა.[13][14] ფინალში გამარჯვების შემდეგ ზოზიბინი ტუნზიმ 1 მილიონი სამხრეთ აფრიკული რანდი მოიგო, ასევე ახალი მანქანა (Mercedes A 238) და სრულიად აღჭურვილი აპარტამენტი სენდტონში, იოჰანესბურგის გარეუბანში, რომლის ღირებულება 5 მილიონ რანდის შეადგენდა.[15] კონკურსი გამარჯვების შედეგად მოდელმა სამხრეთ აფრიკა მის სამყაროს სილამაზის კონკურსზე წარადგინა.[14]

მის სამყარო 2019[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუნზის გვირგვინი ინდონეზიის წარმომადგენელმა, აიუ მაულიდამ დაადგა 2020 წლის 6 მარტს[16]

2019 წლის ნოემბერში ზოზიბინი ტუნზი ატლანტაში, ჯორჯიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.[17] მან შესარჩევი ეტაპი 2019 წლის 6 დეკემბერს გაიარა და 8 დეკემბერს Tyler Perry Studios-ში ჩატარებულ ფინალში წარსდგა. კონკურსის მსვლელობისას ტუნზი საუკეთესო ოც მოდელს შორის მოხვდა, რომელებიც აფრიკას, აზიას და ოკეანეთს წარმოადგენდნენ. ის მოგვიანებით საუკეთესო ათეულში მოხვდა, შემდეგ ხუთეულში და ბოლოს სამეულშიც მოიპოვა ადგილი. ღონისძიების მიწურულს, ტუნზი მის სამყაროს ტიტულის მფლობელი გახდა და მას გვირგვინი წინა წლის გამარჯვებულმა, ფილიპინების წარმომადგენელმა, კატრიონა გრეიმ დაადგა. მან ფინალში პუერტო-რიკოს წარმომადგენელი მედისონ ანდერსონი და მექსიკის წარმომადგენელი სოფია არაგონი დაამარცხა.[18][19][20] ტუნზი მესამე სამხრეთ აფრიკელი გახდა, რომელიც მის სამყაროს ტიტულს დაეუფლა. ის პირველი შავკანიანი ადამიანია ლეილა ლოპესის (მის სამყარო 2011) შემდეგ, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.[21] 2019 წელს ამერიკაში ჩატარებულ ოთხ ძირითად კონკურში შავკანიანმა ქალბატონმა გაიმარჯვა. გამარჯვებულებს შორის არიან მის ამერიკა 2019 - ნია ფრანკლინი, მის ახალგაზრდა ამერიკა 2019 - კალიე გალისი, მის ამერიკის შეერთებული შტატები 2019 - ჩესლი კრისტი[22] და მის სამყარო 2019 - ზოზიბინი ტუნზი. დამატებით, 2019 წელი პირველი წელი გახდა ისტორიაში, სადაც ორ, ყველაზე პრესტიჟულ სილამაზის კონკურსში შავკანიანმა გაიმარჯვა. ამავე წელს ტონი-ენ სინგჰი მის მსოფლიო გახდა.[23][24]

როგორც მის სამყაროს ტიტულის მატარებელი, ტუნზი ნიუ-იორკში დასახლდა და იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში და მსოფლიოში მიმდინარე მოველნებს ადევნებს თვალ-ყურს.[25] მის სამყაროს ტიტულის მოპოვების შემდეგ მის სამხრეთ აფრიკა 2018-მა, საშა-ლი ოლივერმა ზოზიბინი ტუნზი დააჯილდოვა.[26]

ტიტულის მოპოვების შემდეგ მოდელმა იმოგზაურა სუმბაზე[27][28][29] და ჯაკარტაში, ინდონეზიაში[30][31][32] ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში[33] და თავის მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში.[34]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Zozibini Tunzi Height, Weight, Age, Biography, Boyfriend, Family & Facts. Dreshare. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-31. ციტირების თარიღი: 2021-02-21.
  2. „Zozibini Tunzi jadi Miss Universe, bagaimana pengalaman perempuan berkulit hitam di kontes kecantikan?“. BBC News Indonesia. 15 December 2019.
  3. Wilson, Samantha. (8 December 2019) Zozibini Tunzi: 5 Things To Know AboutMiss Universe 2019. Hollywood Life. Retrieved 10 December 2019
  4. Women's Day messages from Miss SA finalists. IOL (9 August 2019). Retrieved 10 December 2019
  5. Walsh, S.M.. (8 December 2019) Zozibini Tunzi, Miss Universe 2019: 5 Fast Facts You Need to Know. Heavy. Retrieved 10 December 2019
  6. Everything we know about your new Miss South Africa – Zozibini Tunzi. Sierra Leone Times (10 August 2019). Retrieved 10 December 2019
  7. 7.0 7.1 Richardson, James. (11 July 2019) Miss South Africa 2019: Meet the 16 finalists – pictures. The South African. Retrieved 10 December 2019
  8. Zozibini Tunzi. Miss South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-29. ციტირების თარიღი: 10 December 2019
  9. Prince, Shanaaz (10 August 2019). „Miss SA 2017 Semi-Finalists revealed!“. ციტირების თარიღი: 10 August 2019. Retrieved 10 December 2019
  10. Prince, Shanaaz (26 June 2019). „Meet your top 35 Miss SA finalists!“. ციტირების თარიღი: 29 June 2019.
  11. Mazibuko, Thobile. (19 July 2019) Meet the Miss SA 2019 finalists. IOL. Retrieved 10 December 2019
  12. Uncertainty over: Miss SA pageant is set to continue (2019-05-12). ციტირების თარიღი: 29 June 2019 Retrieved 10 December 2019
  13. Richardson, James. (9 August 2019) Miss South Africa 2019 is Zozibini Tunzi from the Eastern Cape. The South African.
  14. 14.0 14.1 Zeeman, Kyle. (9 August 2019) Zozibini Tunzi crowned Miss SA 2019. Times Live. Retrieved 10 December 2019
  15. Miss SA Zozibini Tunzi moves into her new R5m home. Big News Network (13 August 2019). Retrieved 10 December 2019
  16. „Puteri Indonesia Is Expected To Continue To Promote Tourism And The Country's Creative Economy“. Ministry of Tourism (Indonesia). March 11, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 10, 2021. ციტირების თარიღი: თებერვალი 21, 2021.
  17. Bhengu, Cebelihle. (2 December 2019) Look! Miss SA, Zozibini Tunzi, is living her best life in Atlanta. Times Live. Retrieved 10 December 2019
  18. DeSantis, Rachel. (8 December 2019) Miss South Africa Zozibini Tunzi Crowned Miss Universe 2019. People.Retrieved 10 December 2019
  19. Lapin, Tamar. (8 December 2019) Miss South Africa Zozibini Tunzi crowned Miss Universe 2019. New York Post.Retrieved 10 December 2019
  20. Morin, Alyssa. (2019-12-09) Miss South Africa Zozibini Tunzi Is Crowned Miss Universe 2019. E!. Retrieved 10 December 2019
  21. Miss South Africa Zozibini Tunzi Crowned Miss Universe. Okay Africa (8 December 2019). Retrieved 10 December 2019
  22. Harmata, Claudia. (December 10, 2019) Making History: Current Miss Universe, Miss USA, Miss America, Miss Teen USA Are All Black Women. People. ციტირების თარიღი: December 10, 2019
  23. „Miss Jamaica crowned Miss World 2019“. 15 December 2019.
  24. Zaveri, Mihir (15 December 2019). „Black Women Now Hold Crowns in 5 Major Beauty Pageants“. The New York Times.
  25. Maxouris, Christina. (8 December 2019) Miss South Africa crowned 2019 Miss Universe. CNN News. Retrieved 10 December 2019
  26. Coetzee, Nikita. (17 January 2020) Sasha-Lee Olivier on taking over the Miss SA crown and having the courage to speak about surviving sexual abuse. Channel 24.
  27. The pics of Zozibini Tunzi exploring Indonesia proves she really is *our* Miss Universe en. Cosmopolitan South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-28. ციტირების თარიღი: 2020-02-07
  28. Coetzee, Nikita. (2020-01-27) PICS: Zozibini Tunzi explores Indonesia en. Channel 24 South Africa by News 24. ციტირების თარიღი: 2020-02-07
  29. Queen of the universe Zozibini Tunzi is ‘daydreaming of home’ en. The South African. ციტირების თარიღი: 2020-02-07
  30. „PUTERI INDONESIA LOOK: Pia Wurtzbach meets Miss Universe Zozibini Tunzi“ (ინგლისური). Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: March 4, 2020.
  31. „PUTERI INDONESIA: Zozibini Tunzi, Sireethorn Leearamwat et Antonnia Porsild sont arrivées à Jakarta“ (ფრანგული). missitems.be. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 26, 2020. ციტირების თარიღი: March 4, 2020.
  32. „PUTERI INDONESIA LOOK: Pia Wurtzbach finally meets Miss Universe 2019 Zozibini Tunzi“ (ინგლისური). GMA Network (company). ციტირების თარიღი: March 4, 2020.
  33. USA: South Africa"s Zozibini Tunzi wins Miss Universe 2019, https://www.youtube.com/watch?v=Dnu9tGEAjuw. წაკითხვის თარიღი: 2020-02-07
  34. This is when and where you can meet Miss Universe, Zozibini Tunzi, in SA en (2020-02-05). ციტირების თარიღი: 2020-02-07