ზოვრეთის საჯარო სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სსიპ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლა
დაარსდა: 1902 წელი
დირექტორი: მერაბ შავგულიძე[1]
ტიპი: საჯარო
მოსწავლე: 183[2]
მისამართი: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზოვრეთი
ელ. ფოსტა: zovretissajaro@gmail.com

ზოვრეთის საჯარო სკოლა (სრული სახელი - სსიპ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლა) — ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. დაარსდა 1902 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლის ისტორია 1902 წლიდან იღებს სათავეს. ამ წელს სოფლის მცხოვრებთა მოწადინებით, სოფლის ცენტრში „საჯვარეზე" ააშენეს სპეციალური შენობა, სადაც სკოლამ დაიდო ბინა. სკოლაში მასწავლებელი იყო მღვდელი ქრისტეფორე შერგელაშვილი. მოსწავლეები საეკლესიო-საღვთისმეტყველო საგნებთან ერთად სწავლობდნენ სამოქალაქო საგანმანათლებლო საგნებს. სკოლაში 20 მოსწავლე სწავლობდა. 1910 წლიდან სკოლის გამგე მასწავლებელი იყო გრიგოლ სებისკვერაძე. 1912 წელს ზოვრეთის ერთწლიანი სამრევლო სკოლა გადაუკეთებიათ ორკლასიან სკოლად, რომლის გამგე იყო ერმალოზ მაჭავარიანი.

1915 წელს, როდესაც გარდაიცვალა დიდი ქართველი მწერალი აკაკი წერეთელი, სკოლის მოსწავლეებმა ზოვრეთის სკოლის სახელით გვირგვინი გაგზავნეს თბილისში.

1914 წელს დაწყებული ახალი სკოლის მშენებლობა პირველმა მსოფლიო ომმა შეაფერხა, თუმცა 1917 წელს მაინც მოხერხდა მისი დასრულება.

1932 წელს ზოვრეთის დაწყებითი სკოლა გადაკეთდა კოლმეურნე ახალგაზრდების სკოლად, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბაბილინა ჩუბინიძე. 1935 წელს მოხდა სკოლის პირველი გამოშვება.

1946-1947 წლებში საქართველოს შვიდწლიანი სკოლები, მათ შორის ზოვრეთის სკოლა გადაკეთდა რვაწლიანად, ხოლო რვაწლიანები თერთმეტწლიანად. 1963 წლიდან ზოვრეთის სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ არა მხოლოდ რვა კლასი, არამედ თერთმეტწლიანი საშუალო განათლება ამავე სკოლაში მიეღოთ. 1966 წელს კი სიმწიფის ატესტატების გადაცემა საზეიმო ვითარებაში მოხდა.

1965 წლის გაზაფხულზე დაიწყო ზოვრეთის სკოლის ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც ექვს თვეში დასრულდა და აღიჭურვა სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით მუშაობაში დიდი წვლილი მიუძღვით მასწავლებლებს: ვლადიმერ კვენეტაძეს, გულნაზი ფერაძეს, ლუბა ფაიქრიძეს, სერგო კაპანაძეს, დავით ჩხიკვაძეს, ვაჟა ბარბაქაძეს, საშა კვენეტაძეს, ჯიბო საცერაძეს, თალიკო ყაველაშვილს, ჟენია შერგელაშვილს, ეკატერინე ნიორაძეს, მარგალიტა ბარდაველიძეს, ოლია კობახიძეს, ვალერიან იმნაძეს, ნათელა ბარბაქაძეს, ნანა ჯიქიძეს, მიხეილ ჩხიკვაძეს, ელენა კვეტენაძეს, ალექსანდრე ერგემლიძეს, მარო ქარქაშაძეს, ნანა ჯიქიძეს, ოლია ბეღელაძეს, ნუშო ჩხიკვაძეს, თამარ ჩხიკვაძეს, მარგალიტა სულაძეს, ნინა ვარდოსანიძეს, ნანი ბეღელაძეს და ა. შ. შემდგომ პერიოდში სკოლას შეემატა ახალი თაობა: ეთერ გორგაძე, რამაზ კუპატაძე, გივი კობახიძე, გულნაზი მარაქველიძე, ზაურ გაჩეჩილაძე, ლალი ლაფერაძე, მაგული დათიაშვილი, ჯემალ ჯაფარიძე.

2001 წლის 23 ნოემბერს ზოვრეთის საშუალო სკოლის ეზოში სკოლის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნა, ხოლო 2003 წლის მაისში სკოლას ალექსანდრე კვეტენაძის სახელი მიენიჭა.

ამჟამად სკოლაში 25 მასწავლებელი და 190-მდე მოსწავლეა.

დირექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაბილინა (ბაბილა) ჩუბინიძე - 1929-1955
  • ალექსანდრე კვეტენაძე - 1955-1983
  • რამაზ კუპატაძე - 1983-1987
  • გივი კობახიძე - 1987-2002
  • მერაბ შავგულიძე - 2002 წლიდან

სკოლის ცნობილი მოსწავლეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვიქტორ ჩხიკვაძე - იურისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 1953-1954 წლებში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი
  • გივი ნებიერიძე - ფილოლოგი, პროფესორი
  • ვალერიან ბრეგვაძე - ქიმიკოსი
  • მანიკო ვარდოსანიძე - ფილოლოგი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • ვანო გურგენიძე - გენერალ-ლეიტენანტი
  • სერგო ვარდოსანიძე - ისტორიკოსი, პროფესორი, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი
  • ზურაბ კვეტენაძე - პედაგოგი, პოლიტიკოსი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]