ყორნისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზნაური)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყორნისი (მრავალმნიშვნელოვანი).
დაბა
ყორნისი

ზნაურ აიდაროვის ძეგლი ყორნისში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თიღვის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°11′39″ ჩ. გ. 43°46′18″ ა. გ. / 42.19417° ჩ. გ. 43.77167° ა. გ. / 42.19417; 43.77167
ადრეული სახელები ზნაური
ამჟამინდელი სტატუსი 1972
ცენტრის სიმაღლე 786 მეტრი
მოსახლეობა 451 კაცი (2015)
სატელეფონო კოდი +995 374[1]
საფოსტო ინდექსი 4500[2]
ყორნისი — საქართველო
ყორნისი

ყორნისი (1931-91 წლებში ეწოდებოდა ზნაური) — დაბა საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში.[3] ოკუპირებულია რუსეთის მიერ. XVIII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილის მიერ დასახლება მოხსენიებულია, როგორც ტყისუბანი. [4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე შუა ფრონის (დასავლეთის ფრონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 790 მეტრი, ცხინვალიდან 25 კილომეტრი, აგარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 22 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1933 წელს სახელი ეწოდა ოსი რევოლუციონერის, საბჭოთა ხელისუფლებისათვის მებრძოლი ზნაურ აიდაროვის პატივსაცემად. 1936-1991 წლებში იყო ზნაურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 1972 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი და იყო ყოფილი სადაბო საბჭოს ცენტრი (შედიოდა: ალიბარი, ახალსოფელი, ზემო ოქონა, თიღვა, ისაკყაუ, ნაბაკევი, ნედლათი, სუნისი, ქვემო ოქონა, შინდარა, ხუნდისუბანი). 1991 წელს ეწოდა ყორნისი და დაკარგა რაიონული ცენტრის სტატუსი, რადგან ზნაურის რაიონი შეუერთდა ქარელის რაიონს.[5]. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე-ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ზნაურის რაიონში, არის ამავე რაიონის და სადაბო საბჭოს (12 სოფელი) ცენტრი. საქართველოს კანონმდებლობით ყორნისი შედის თიღვის მუნიციპალიტეტის თიღვის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1959 594
1970 694
1979 763
1989 755
2015 [6] 451 210 241

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  2. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  3. მუნიციპალიტეტების რეესტრი
  4. გვ. 40
  5. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ
  6. Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года