ზნამიანკა (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზნამენკა (ქალაქი))
ქალაქი
ზნამიანკა
Знам'янка

ქალაქის ხედი სამხრეთიდან
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი კიროვოჰრადი
კოორდინატები 48°42′49″ ჩ. გ. 32°40′24″ ა. გ. / 48.71361° ჩ. გ. 32.67333° ა. გ. / 48.71361; 32.67333
დაარსდა 1869
ფართობი 14.8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 197 მეტრი
მოსახლეობა 23743[1] კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
საფოსტო ინდექსი 27400 და 27406
ოფიციალური საიტი https://znam.gov.ua/
ზნამიანკა (ქალაქი) — უკრაინა
ზნამიანკა (ქალაქი)

ზნამიანკა (უკრ. Знам'янка) — ქალაქი უკრაინაში. მდებარეობს კიროვოჰრადის ოლქში. 2013 წელს ქალაქის მოსახლეობა 23743 კაცს შეადგენდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზნამენკა დაარსდა 1869 წელს, როგორც რკინიგზის სადგური, სახელწოდება მიიღო ახლომდებარე სოფლიდან, რომელიც 1730 წელს არის დაარსებული ცენტრალური რუსეთიდან გადმოსახლებულების მიერ (დღევანდელი ზნამენკა-დრუჰა). 1886 წელს 143 მოსახლე იყო. 1913 წელს აქ დაახლოებით 6 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

რუსეთის იმპერიის დაშლისა და სსრკ-უკრაინის ომის (1917-1921) დაწყების შემდეგ ქალაქი უკრაინის სახალხო რესპუბლიკის, ხოლოდნი-იარის რესპუბლიკის და სხვა წარმონაქმნების მმართველობის ქვეშ მოექცა. 1920 წელს საბჭოთა ჯარებმა ქალაქი მესამე მცდელობით საბოლოოდ დაიპყრეს. ზნამიანკას არანაკლებ 891 მაცხოვრებელი შეეწირა ჰოლოდომორსა (1932-1933) და პოლიტიკურ რეპრესიებს. 1938 წელს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის 5 აგვისტოდან 1943 წლის 9 დეკემბრამდე ქალაქი ნაცისტებს ეკავათ.

1960-იან წლებში აშენდა 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, 1977 წელს — ქალაქის კულტურის სასახლე, 1980-იან წლებში — 9-სართულიანი საცხოვრებლები.

დონბასის ომში (2014-2022) თითქმის 1000 ზნამიანკელი მონაწილეობდა. დაიღუპა 12, ქალაქის ცენტრალურ ქუჩას ერთ-ერთი მათგანის (ვიქტორ ჰოლის) სახელი ჰქვია.

უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დროს ზნამიანკა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან წამოსული რამდენიმე ათასი დევნილის თავშესაფარი გახდა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]