ზმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზმა — ლექსში ორი მომიჯნავე სიტყვით (სიტყვის ნაწილით) ახალი სიტყვის მიღება. შეერქვა ლექსს, რომელიც შეიცავს ზმებს.[1] როგორც ლექსის ფორმა, ჩვენში XVIII საუკუნეში შემოვიდა. ზმები გვხვდება ბესიკის პოეზიაში („მირიან ბატონიშვილზედ“, „ანტონ კათალიკოსზედ“, „ნარდზედ ზმები“, „ჭადრაკზედ ზმები“). ზმას, როგორც ორი სიტყვით ახალი სიტყვის მიღების საშუალებას, აკაკიც იყენებს „თორნიკე ერისთავში“: „დამასველა მან თავიდან ფეხებამდე მასხა რაო“, „მაგრამ ვერ იქმ თორნიკობას, თუმც მის ადგილს სულ ელიო“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ზმა&oldid=3634760“-დან